როგორ უნდა მოვაწონოთ თავი ზოდიაქოს ნიშნებს და როგორ შევქმნათ გაცნობისას "განუმეორებელი პირველი შთაბეჭდილება" - Marao

როგორ უნდა მოვაწონოთ თავი ზოდიაქოს ნიშნებს და როგორ შევქმნათ გაცნობისას "განუმეორებელი პირველი შთაბეჭდილება"

2015-09-09 11:18:57+04:00

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ ახალგაცნობილ ადამიანთან პირველი შეხვედრისას მიღებული შთაბეჭდილება და დასკვნები ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია ამ უკანასკნელთან ჩვენი ურთიერთობის განვითარებისთვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ე.წ. პირველი ეფექტის თემა რომანტიკულ სფეროში და პოტენციურ დამქირავებლებთან გასაუბრებაზეა. ამიტომ ჩვენი საიტი დღეს სპეციალურად გთავაზობთ ინსტრუქციას, როგორ შექმნათ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთან განუმეორებელი "პირველი შთაბეჭდილება" და როგორ მოვაწონოთ მას უპირობოდ თავი.

ვერძთან პირველი ნაცნობობისას ნუ შეეცდებით ინიციატივის მთლიანად თქვენს თავზე აღებას. თუმცა, ნურც ზედმეტ სიმორცხვეს გამოიჩენთ. ვერძს უყვარს ზომიერად თამამი, მაგრამ გულწრფელი და არაამბიციური ხალხი.

კუროსთან თქვენი პირველი შეხვედრისას ნუ იქნებით სიტყვაუხვი და ნუ აატკიებთ თავს თქვენი ამბების მოყოლით. შეინარჩუნეთ გონივრული დისტანცია, ხშირად გამოიყენეთ "ჟესტების ენა", რაც კუროების უმეტესობისთვის უფრო მისაღებია.

ტყუპთან პირველი ნაცნობობა შეგიძლიათ გემრიელი ჭორაობის საბაბად აქციოთ. ამ ხალხს მოსწონს მოლაპარაკე ინდივიდებთან კომუნიკაცია. ამიტომ რაც იცით და რაც არა, ყველაფერი გადმოულაგეთ.

კირჩხიბთან პირველი ნაცნობობის დროს სასურველია მოზომილი და ფრთხილი იყოთ ემოციებში. სასურველია, თუკი ყურადღებას გაამახვილებთ და ისაუბრებთ თქვენს ოჯახზე, აქვე, თავად მასაც ჩაეკითხებით შვილების შესახებ. ის სიამოვნებით გადაგიშლით გულს ამ კუთხით და მის თვალში ნდობას მოიპოვებთ, როგორც "ოჯახის ადამიანი".

ლომთან პირველ შეხვედრაზე იყავით ბუნებრივი, გაწონასწორებული და მშვიდი. არამც და არამც არ გამოამჟღავნოთ ზედმეტი ამბიცია, ნუ მოჰყვებით თავის ქებას (თუნდაც სავსებით საფუძვლიანად და არგუმენტირებულად). ხშირად შეაქეთ თანამოსაუბრე და მაქსიმალურად გაუსვით ხაზი იმას, რომ პატივისცემას იმსახურებს იგი თქვენს თვალში.

ქალწულთან ნაცნობობისას, პირველ რიგში, ჰიგიენურობაზე იზრუნეთ. მასთან შეხვედრისას უზადოდ უნდა გამოიყურებოდეთ. ყველაზე დიდ ყურადღებას ქალწულები პიროვნების მოწესრიგებულობას აქცევენ. ამასთან ერთად, მან არც თქვენს პუნქტუალურობასა და ერუდირებულობაში უნდა შეიტანოს ეჭვი.

იხილეთ სტატია სრულად: astrologi.ge