დიუბაჟი – საუკეთესო მეთოდია ნაღვლის ბუშტის და სრულიად ორგანიზმის გასაწმენდად.
იმისათვის, რომ დიუბაჟი სახლის პირობებში გაიკეთოთ, დაგჭირდებათ ჩვეულებრივი სათბური და სორბიტი. თუმცა, არ დაივიწყოთ, რომ ამ პროცედურას რიგი უკუჩვენებები აქვს, ამიტომაც პროცედურის ჩატარებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
დიუბაჟის ორ რეცეპტს გთავაზობთ:
რეცეპტი #1
1. მსუბუქად ივახშმეთ 19:00 საათზე. სამი საათის შემდეგ (22:00 სთ-ზე) ერთ ჭიქა წყალში გახსენით ერთი სუფრის კოვზი სორბიტი და მაშინვე დალიეთ.
პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღიურად ერთი კვირის განმავლობაში.
რეცეპტი #2
1. დილით, მშიერ კუჭზე დალიეთ 0,5 ჭიქა თბილი წყალი ან შარდმდენი ბალახების ნაყენი.
2. 20 წუთში გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი 0,5 ჭიქა თბილ წყალში და მაშინვე დალიეთ.
3. დაწექით საწოლში თბილი სათბურით 1,5 საათით.
4. პროცედურის შემდეგ გააკეთეთ რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა, რამდენიმე ბუქნი და მხოლოდ ამის შემდეგ ისაუზმეთ.
უკუჩვენებები:
კენჭები ნაღვლის ბუშტში;
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
პანკრეატიტი;
ჰეპატიტი;
ეროზიული დუოდენიტი;
დაიმახსოვრეთ, რომ ნაღვლის ბუშტში კენჭების დროს კატეგორიულად არ შეიძლება დიუბაჟის ჩატარება, რადგან პროცედურამ, შესაძლოა, დაძრას კენჭი. პროცედურის ჩატარებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და გაიკეთეთ ნაღვლის ბუშტის ექოსკოპია.