სიყვარულს უმღერის ყველა ფილმებსა თუ წიგნებში, ადამიანებს კი საოცარი საქციელის ჩადენისკენ უბიძგებს. და რაც ყველაზე მთავარია, სიყვარული ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზეც მოქმედებს. ორგანიზმი გამოჰყოფს სხვადასხვა ჰორმონს, რომლებიც ტვინზე ნარკოტიკივით ზემოქმედებს.
გაეცანით 10 გასაგიჟებელ სიმპტომს, რათა დარწმუნდეთ, რომ ყურებამდე შეყვარებული ხართ.
1. ჰორმონები კონტროლს აღარ ექვემდებარება
შეყვარებულ ადამიანს მუდამ უწითლდება ლოყები, როცა სიყვარულის ობიექტს ხედავს. გული გამალებით უცემს, ხელისგულები უოფლიანდება. ამ სიმპტომებს ეიფორიის ჰორმონი ენდორფინი იწვევს. იგი გვაიძულებს, სიხარულისგან თავი მეცხრე ცაზე ვიგრძნოთ. თქვენ ვერაფერს შეცვლით, სიყვარულს ფიზიკურ დონეზე ადამიანის ჭკუიდან შეშლა შეუძლია.
2. თქვენ იღვიძებთ და იძინებთ ფიქრებით საყვარელ ადამიანზე
ამ მოვლენას ასეთი ახსნა აქვს: თუ შეყვარებული ხართ, ტვინს სხვა სადარდებელ-საფიქრალი აღარ აქვს, გარდა იმისა, რომ შეყვარებულზე ოცნებებში დაიძინოს და გაიღვიძოს. ჩენი ტვინი დაპროგრამებულია, რომ მუდამ განიცდიდეს, ფიქრობდეს საყვარელ ადამიანზე.
3. იღიმით, როცა ჩატში ან sms-ს სწერთ
ესეც სიყვარულის ბრალია, მაგრამ მხოლოდ მიმოწერის დროს კი არა, მასზე გაფიქრების დროსაც კი გეღიმებათ. და ამის მიზეზი უკვე იცით...
4. ცოტათი მომაბეზრებელი ხდებით
ხშირად გიჩნდებათ კითხვა: "ნეტავ რას აკეთებს ახლა?" უყურებთ ჩიფსების კოლოფს და ფიქრობთ: მას უყვარს ჩიფსი, მაგრამ ბეკონის არომატით. ხშირად ეკითხებით ფეხბურთის საყვარელი გუნდის შესახებ, გაინტერესებთ, ვისთან იყო, რას აკეთებდა, ვინ რა უთხრა. შეყვარებულ ადამიანს სურს, დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს საყვარელ ადამიანზე.
5. სიგიჟეების ჩადენისთვის ხართ მზად
სიყვარული ისეთ საქციელს ჩაგადენინებთ, რასაც "ჩვეულებრივ" ცხოვრებაში ვერც კი წარმოიდგენდით. მთავარია, თქვენი გულის სწორი გაახაროთ.
6. პარტნიორის ჰობი თქვენი ჰობი ხდება
ფეხბურთი რომ გძულდეთ კიდეც, მაინც წახვალთ საყვარელ ადამიანთან ერთად სტადიონზე, რათა მის გვერდით იყოთ.
7. მეტ დროს უთმობთ საკუთარ გარეგნობას
ადრე გაჩეჩილი თმით, უმაკიაჟოდ და ჯინსით დადიოდით, ახლა კი ყოველდღე ბარბივით გამოიყურებით? გილოცავთ, ესეც სიყვარულის ბრალია.
8. მღერით
მიუხედავად იმისა, რომ არც სმენა გაქვთ და არც ხმა, მაგრამ მაინც გემღერებათ. ძალიან კარგი. სიმღერა ემოციების საოცარი გამოხატვაა.
9. იცვლით ჩვეულ მარშრუტს
სამსახურის შემდეგ დაღლილი შინ კი არ ბრუნდებით, არამედ საყვარელ ადამიანს პაემანზე უთანხმდებით.
10. დაბრმავდით
არა პირდაპირი გაგებით, ღმერთმა დაგიფაროთ. უბრალოდ, თქვენს ამჟამინდელ ცხოვრებას ფრაზა: "სიყვარული ბრმაა" შეესაბამება. სიყვარული გაიძულებთ, აკეთოთ და თქვათ შეყვარებულობამდე წარმოუდგენელი რამე-რუმეები. შეამჩნევთ, რომ სხვებს პატიობთ იმას, რასაც ადრე ვერ აპატიებდით.
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ სიყვარული ყველაზე სასიამოვნო ნარკოტიკია, რაც შეიძლება ცხოვრებაში გამოსცადოთ.