საჩუქარი მშობლებს და ბავშვებს! - საბავშვო წიგნები 80%-მდე ფასდაკლებით! - Marao

საჩუქარი მშობლებს და ბავშვებს! - საბავშვო წიგნები 80%-მდე ფასდაკლებით!

2015-09-14 11:40:00+04:00

ეს მართლაც კარგი შემოთავაზებაა და არ გამოგრჩეთ! "პალიტრა L" და "ვენდისი" ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ერთობლივ აქციას აწყობენ - 14-20 სექტემბერს.

"ვენდისის" ჭავჭავაძისა და ცინცაძის ფილიალებში დღეიდან უკვე დაიწყო წიგნების გაყიდვა 80%-მდე ფასდაკლებით. გაიყიდება 150 დასახელების წიგნი საბავშვო ლიტერატურიდან.

ის წიგნები, რომლებიც შეიძლება, ძალიან გსურდათ გეყიდათ, მაგრამ ფასის გამო ვერ შეწვდით, სწორედ ამ დღეებში ადვილად ხელმისაწვდომი იქნება. გაერთეთ "ვენდისში" და თან იაფად შეიძინეთ პატარებისთვის საყვარელი, საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო წიგნები.