შოკოლადი ბევრის საყვარელი ტკბიოლეულია. ის კარგ განწყობაზეც გვაყენებს და ენერგიითაც გვმუხტავს. თუ მას დესერტში დავუმატებთ, შესანიშნავი რამ გამოვა. თანაც, ცოტა ინგრედიენტი უნდა და ძალიან მალე კეთდება.
იხილეთ ვიდეო
დაგჭირდებათ:
1 ფილა შოკოლადი
ფენოვანი ცომის ნახევარი
1 კვერცხი
მომზადება:
მზა ფენოვანი ცომის ნახევარი აიღეთ და ზედ შოკოლადი დადეთ. გარეთ დარჩენილ ნაწილებზე დანა გადაუსვით ისე, რომ წვრილი ზოლები გამოვიდეს, რომლებსაც მერე ლამაზად გადაადებთ შოკოლადს, როგორც ფოტოზეა.
ათქვიფეთ კვერცხი და კულინარიული ფუნჯის დახმარებით გადაუსვით ცომს ზემოდან. დესერტი ღუმელში მოათავსეთ 15 წუთით, 200 გრადუს ტემპერატურაზე. უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ, ვიდეოშიც იხილოთ.
იხილეთ ვიდეო