ფეხების სიგრძე, ხელების გაშლის ამპლიტუდა, წელის ზომა და თქვენი სხეულის სხვა მახასიათებლები, შესაძლოა, გარკვეული დაავადებების გაჩენის რისკზე მიგვითითებდეს.
მაგალითად, ადამიანმა, ვისაც მოკლე ფეხები აქვს, ყურადღება უნდა მიაქციოს ღვიძლს, დიდმკერდიანმა ქალებმა შაქრის დონეს სისხლში და სხვა...
აი, რამდენიმე მნიშვნელოვანი მაგალითი:
ქალებს, რომელთა საჩვენებელი თითიც არათითზე გრძელია, დიდი შანსი აქვთ, მოწიფულ ასაკში განუვითარდეთ ოსტეოართრიტი.
ამ ორი თითის თანაბარი ზომა ხშირად მამაკაცებში გვხვდება. და ეს იმის ნიშანია, რომ მათ ესტროგენის დაბალი მაჩვენებელი აქვთ. ეს ჰორმონი ამცირებს ძვლების დაავადებების წარმოქმნის შესაძლებლობას. ასე რომ, თუკი ეს ორი თითი თანაბარი გაქვთ, ან უარესი, არათითი საჩვენებელზე გრძელი გაქვთ, აქტიურად უნდა დაკავდეთ სპორტით და კალცით მდიდარი საკვები მიირთვათ.
მკერდის ზომა
თუკი 20 წლის შემდეგ გოგონას მკერდი 4 ზომამადე გაეზარდათ, ეს ნიშნავს, რომ მას ორჯერ მეტი შანსი აქვს მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების, პატარამკერდიან ქალებს. ეს შედეგები აჩვენა კვლევამ, რომელიც Canadian Journal of Medical association-ში გამოქვეყნდა.
საქმე ისაა, რომ მკერდის ცხიმოვანი ქსოვილი ძალიან მგრძნობიარეა ჰორმონების მიმართ, ამიტომაც დიდმკერდიანი ქალის ჰორმონალური ფონის ნებისმიერი ცვლილება ძალიან მოქმედებს ინსულინის მიმართ რეზისტენტობაზე.
ამიტომაც დიდმკერდიანი ქალებისთის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელი წონის შენარჩუნება, სწორი კვება და მოძრაობა.
ფეხების სიგრძე
მოკლე ფეხების მქონე მამაკაცებმა და ქალებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ღვიძლს. ბრიტანელმა ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ქალები, რომელთა ფეხების სიგრძე მხოლოდ 50 სმ-დან 73 სმ-მდეა, უფრო ხშირად აწყდებიან ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებს. საქმე – ფერმენტებშია, რომელსაც ეს ორგანო გამოყოფს.
ასე რომ, თუკი თქვენ დაბალი ხართ, შეამცირეთ ალკოჰოლის და სხვა ტოქსიური პროდუქტების მოხმარება.