როცა დედა შვილს ტუჩებში კოცნის - ქართველ დედებს ეს ჩვევა ძალიან აღელვებთ - Marao

როცა დედა შვილს ტუჩებში კოცნის - ქართველ დედებს ეს ჩვევა ძალიან აღელვებთ

2015-09-17 11:11:03+04:00

ნორმალურია თუ არა, როცა მშობელი მოფერებისას შვილს ტუჩებში კოცნის? კითხვა, რომელიც ასე არასერიოზულად ჟღერს, ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა ონლაინმშობლებისთვის.

ჯერ ევროპელმა დედებმა "ააფეთქეს ინტრნეტი" ამ საკითხზე დავით, არანაკლებად აქტიურად გამოეხმაურენ მას ქართველი მშობლებიც. ვინაიდან საკითხი ჩვენთანაც ასე აღელვებთ, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მივბრუნებოდით მას.

გამოუხმაურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ ჩვევას ან თავგადაკლული მომხრეები ჰყავს, ან სასტიკი მოწინააღმდეგენი. გამართლებული თუ არა, როცა მშობელი ბავშვს ტუჩებში კოცნის? განვიხილოთ რამდენიმე გადმოსახედიდან.

ფსიქოლოგები, ვინც ეწინააღმდეგებიან

ტუჩები ეროგენული ზონაა და მათზე ხშირი შეხებით ბავშვში სექსუალურობას ნაადრევად ვაღვიძებთ.

ფსიქოლოგები, ვინც ემხრობიან

კატეგორიულად არ ეთანხმებიან ტუჩებში კოცნასა და ნაადრევ სექსუალობას შორის კავშირს. პირიქით, მათი აზრით, დედა ძალიან ბევრს უნდა ეფერებოდეს და მოფერების დეფიციტი ბევრად უარეს შედეგებს იწვევს.

მშობლები, ვინც ამ ჩვევის მომხრეა

მათი აზრით, ეს ინსტინქტურად, გაუაზრებლად ხდება, როცა გრძნობები გაწვება და ლამის შემოგეჭამოს ეს ფუმფულა და სურნელოვანი არსება. არგუმენტი: "ამით უბრალოდ სიყვარულს იკლავ. კოცნი არა ტუჩებში, არამედ ყველგან, უფრო მეტად კი იმ ადგილებში, რომლებიც უფრო ხილული და "ხელმისაწვდომია". სახე, ლოყები და ტუჩები სწორედ ასეთია და ამაში რაღაც "უკუღმართის" დანახვა მოგონილი და სააჟიოტაჟო თემა მგონია".

იხილეთ სტატია სრულად: mshoblebi.ge