როგორი ფერის სამოსში გამოიყურებით განსკუთრებით მომხიბვლელად - იღბლიანი ფერები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - Marao

როგორი ფერის სამოსში გამოიყურებით განსკუთრებით მომხიბვლელად - იღბლიანი ფერები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

2015-09-18 11:08:53+04:00

ალბათ ხშირად გაგიგონიათ გამოთქმა: "ამ ფერის სამოსში ანათებს", ეს შემთხვევითი როდია და არც მხოლოდ ქალების მიმართ იმეტებენ მსგავს კომპლიმენტებს გარშემო მყოფები.

ასტროლოგიურად პლანეტა, რომელიც თქვენს ზოდიაქოს ნიშანს მართავს, გარკვეულ ზეგავლენას ახდენს იმიჯზე და გემოვნებაზეც. ამიტომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს გააჩნია ექსკლუზიურად თავისი "ბედნიერი ტონალობა", რომლის მეშვეობითაც საზოგადოება მას ყურადღებას ნებისმიერ სიტუაციაში მიაქცევს.

ამიტომ თუკი იცით თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ფერი, სასურველია გადამწყვეტ მომენტში ზუსტად ამ იღბლიანი ტონალობის სამოსით შეიმოსოთ. მერწმუნეთ, წარმატება და აღტაცება გარანტირებული გექნებათ.

ვერძი - ვერძის ფერი წითელია. მარსი, პლანეტა, რომელიც ვერძის ნიშანს მართავს ცეცხლოვანი, დომინანტური ენერგიის მქონე პლანეტაა. ამიტომ წითელი და მისი ელფერი ვერძებს თვალისმომჭრელად უხდებათ.

კურო - ვენერას შვილია, ამიტომ სამოსიც მშვიდი და პასტელური ფერის სჭირდება. მის ვიზუალს ყველაზე მეტად ამშვენებს ცისფერი და ცისფერის ნებისმიერი გრადაცია.

ტყუპი - მოუსვენარი მერკურიანელია, მას ვერასოდეს ნახავთ ცუდ განწყობაზე, ამიტომ სამოსიც მხიარული ესაჭიროება. ხშირად უნდა ჩაიცვან ყვითელი ან ვარდისფერი. სასურველია, დაპრინტული ან მოჩითული ტანსაცმელი.

კირჩხიბი - ემოციური, ცვალებადი, ცოტა ბუტია ადამიანია. იცვამს განწყობის მიხედვით. კირჩხიბს უხდება ტალღისფერი ლურჯი, ბაცი მტრედისფერი ან ღია ხორცისფერი.

ლომი - დომინანტური და აქტიური ნატურაა. ის ყველგან უნდა ანათებდეს. ამიტომ სასურველია, სამოსიც ოქროსფერი, მეწამული წითელი ან სექუინით გაწყობილი აირჩიოს.

ქალწული - სისადავისა და მინიმალიზმის მოყვარულია ყველაფერში. მისთვის ყველაზე მისაღებია ღია ყავისფერის, ბაცი ცისფერის ან შოკოლადისფერის გამა.

იხილეთ სრულად: astrologi.ge