მოცეკვავე მზია ორველაშვილი ყოველთვის ფორმაშია. იყო პერიოდი, როდესაც ზედმეტი წონა აწუხებდა, თუმცა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სასურველ ფორმას დაბრუნებოდა.
- მზია, გაქვს თუ არა სახის კანის მოვლის რაიმე განსაკუთრებული მეთოდი?
- სახის კანს საერთოდ არ ვუვლი. კოსმეტოლოგთან რომ მივედი სახის გასაწმენდად, მითხრა, არ გჭირდება, ძალიან კარგი სახის კანი გაქვს და არანაირი კრემი არ იხმაროო.
- წონას როგორ ინარჩუნებ, რას აკეთებ იმისთვის, რომ ყოველთვის კარგი აღნაგობა გქონდეს?
- ფიტნესვარჯიშები - კროს ფიტი, ძალიან მეხმარება წონის შენარჩუნებაში. ყველას ვურჩევ ამ ვარჯიშებს. წონას, რასაკვირველია, კვებითაც
ვაკონტროლებ. არ ვჭამ ცომეულს, თუმცა ძალიან მიყვარს და რთულია თავის შეკავება, მაგრამ ვცდილობ, სალათები, მოხარშული
და ორთქლზე დამზადებული საჭმელები მივირთვა.
იხილეთ სტატია სრულად: reitingi.ge