ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებშიც კი არსებობს გარკვეული "ცრურწმენები" რომელიც უბრალო, საოჯახო ცოცხს უკავშირდება.
ასე მაგალითად, ჩემი გურული ბებია არასოდეს გვიდა ოთახებს მზის ჩასვლამდე თუკი იმ დღეს სახლიდან ვინმეს შორს გზაზე უწევდა გამგზავრება. მიაჩნდა რომ ეს "ცუდის ნიშანია" ან ვინმე იავადმყოფებს.
ამას გარდა არსებობს კიდევ ბევრი მინიშნება იმის შესახებ, თუ რა სახის ენერგეტიკული გავლენა გააჩნია უბრალო ცოცხს ჩვენს ცხოვრებაში. (ნუ დაგავიწყდებათ, რომ ცოცხი შუასაუკუნეებიდან მოყოლებული ალქაჯებისა და გრძნეულების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი გახდათ გადაადგილების კუთხით).
უნდა გახსოვდეთ, რომ ცოცხი ყოველთვის ტარით ზემოთ დადოთ. ეს ოჯახში ბარაქიანობის სიმბოლოა.
არასოდეს გადახვეტოთ ცოცხით პარმაღი - სიღარიბე და ფულის გადინება იცის.
ცოცხზე გადაბიჯებას ოჯახში ჩხუბი და კინკლაობა მოაქვს.
ძველი (დაძენძილი) ცოცხი სასწრაფოდ ახლით შეცვალეთ, თუ არ გინდათ რომ ფინანსური საქმეები უკან წაუვიდეს ოჯახის უფროსს.
ახალი ცოცხით ძველი სლავები ხეებს ურტყამდნენ ძირებში, ამბობდნენ ასე მოსავლიანობა იზრდებაო.
იხილეთ სტატია სრულად: astrologi.ge