პიტნის ნიღბების წარმოუდგენელი ეფექტი, რომელსაც უკვე საუკუნეებია იყენებენ კოსმეტოლოგიაში - Marao

პიტნის ნიღბების წარმოუდგენელი ეფექტი, რომელსაც უკვე საუკუნეებია იყენებენ კოსმეტოლოგიაში

2015-09-23 10:35:59+04:00

ცნობილია, რომ პიტნა არა მხოლოდ ადამიანის გარეგნულ მხარეზე ახდენს გავლენას, არამედ ბევრი ორგანოს სამკურნალოდაც გამოიყენება.

განსაკუთრებით ეფექტურია პიტნის ნიღბები სახის კანის, ტანისა და თმის მოსავლელად. პიტნა ადვილას ასწორებს წვრილ ნაოჭებს და აქრობს დაღლილობის კვალს თქვენს სახეზე. პიტნა შეგიძლიათ გაყინოთ ყინულთან ერთად, დაამზადოთ ლოსიონი ან მისი ნიღაბი გაიკეთოთ.

1. ნიღაბი ჩაშავებული თვალებისთვის

დაგჭირდებათ:

5 ფოთოლი პიტნა

3 ჩ/კ ბარამბოს ფოთოლი

მომზადება: დაქუცმაცებულ ინგრედიენტებს დაასხით ადურებული წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. მიღებული მასა წაისვით თვალის უპეებზე. 12 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

2. სასწაულმოქმედი ნიღაბი ყველა ტიპის თმისთვის

დაგჭირდებათ:

0,25 კონა პიტნა

2ჩ/კ ბარამბო

2ჩ/კ მუხის მერქანი

2ს/კ დაბალცხიმიანი კეფირი

0,7 ადუღებული წყალი

მომზადება: პიტნას, ბარამბოსა და მუხის მერქანს დაასხით ადურებული წყალი და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. მეორე დღეს დაუმატეთ კეფირი. ნიღაბი წაისვით თმის ძირებიდან სიგრძეზე. ცოტა ხანს გაიჩერეთ და შამპუნით ჩამოიბანეთ.

3. ნიღაბი კომბინირებული კანისთვის

დაგჭირდებათ:

0,25 ს/კ შვრიის ფანტელი

15 გ გამხმარი პიტნის ფოთლები.

მომზადება: ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში ბლენდერით. შემდეგ თბილი წყლით გაათხელეთ და სახეზე წაისვით.