არომატული ჩიხირთმა საიდუმლო ინგრედიენტით - Marao

არომატული ჩიხირთმა საიდუმლო ინგრედიენტით

2015-09-23 14:00:59+04:00

სასარგებლო და გემრიელი წვნიანი

ინგრედიენტები:

  • ქათამი 1 კგ
  • ნახარში 2 ლ
  • ხახვი 2 თავი
  • კვერცხი 4-5 ცალი
  • ფქვილი 3 სკ
  • ნიორი 3-4 კბილი
  • ქინძი და კამა თითო კონა
  • მარილი და ძმარი გემოვნებით
  • ზაფრანა ნახევარი ჩაის კოვზი

მომზადების წესი:

1. გასუფთავებული ქათამი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მოხარშეთ.

2. ქათამი რომ მოიხარშება, ამოიღეთ ქვაბიდან და ნახარშში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ადუღეთ 5-10 წუთი.

3. ფქვილი, კვერცხის გული და კვერცხის ცილა მოათავსეთ ცალ-ცალკე ჭურჭელში და გათქვიფეთ ცოტა ცივ წყალში. შიგ გახსენით ნახევარი კოვზი ზაფრანა.

ჩაასხით ნახარშში ჯერ ფქვილიანი მასა, შემდეგ კი კვერცხის გული, თან ჩქარ-ჩქარა ურიეთ. ჩააყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქიმძი, კამა, ჩაასხით კვერცხის ცილა და ამოურიეთ.

4. ბოლოს უყავით მარილი და ძმარი.

გემრიელად მიირთვით!