ფიზიოლოგიური ხსნარის მრავალმხრივი გამოყენების შესახებ ალბათ ყველა მშობელს სმენია.
მედიცინაში მას საკმაოდ ხშირად და მრავალფუნქციურად იყენებენ - ყურის, ცხვირის, თვალის, პირის ღრუს და სხვა პრობლემების დროს. თუმცა ოჯახში ყველაზე პოპულარული ის გაციებისა და სურდოს დროს არის, რადგან ამ შემთხვევაში ყველაზე უვნებელი და იმავდროულად ეფექტური საშუალებაცაა - ცხვირში ჩაწვეთებით თუ ინჰალაციის მეშვეობით მიღებულ ამ ხსნარს დიდი ეფექტი აქვს და თანაც, თუ დოზებს არ გადავაჭარბებთ, არაფერს აზიანებს.
განსხვავებით ცხვირის ჩვეულებრივი წვეთებისგან, რომელთაც სისხლძარღვთა გამაფართოებელი ეფექტი აქვთ. ისინი სწრაფად შეიწოვება სისხლში და შესაძლოა, ორგანიზმზე არა მარტო ადგილობრივი, არამედ ზოგადი ზემოქმედებაც მოახდინონ, ამიტომ ექიმის ნებართვის გარეშე ბავშვს სხვადასხვა პრეპარატის ჩაწვეთებას არ ურჩევენ. მხოლოდ ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება შეგვიძლია შინაურ პირობებში, ჩვენი თვალთახედვით და მისი გამოყენება შეიძლება ჩვილებთანაც. რასაკვირველია, აქაც არსებობს გარკვეული წესები და დოზები:
* ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება ხდება კვებამდე 15-20 წუთით ადრე.
* თავდაპირველად აწვეთებთ 1-2 წვეთს თითოეულ ნესტოში, 10 წუთის შემდეგ - კიდევ 1-2 წვეთს, რათა დაიშალოს უფრო ღრმად მდებარე სქელი ლორწო. მერე შეგიძლიათ, 2-საათიანი შუალედებით.
* ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება 4-5 დღე შეიძლება.
იხილეთ სტატია სრულად