კომპლექსური მიდგომა, რომელშიც შევა სწორი კვება, მასაჟი და ფიტნესი, სამუდამოდ გაგათავისუფლებს ისეთი პრობლემისგან, როგორიც არის ცელულიტი!
ალბათ უკვე დარწმუნდი, რომ არც დიეტა, არც ანიტცელულიტური მასაჟი საოცრებას არ ახდენს შენს სხეულზე. დარტყმა ცელულიტს ყველა მხრიდან უნდა მიაყენო!
ჩვენი მარტივი და ხელიმისაწვდომი ანტიცელულიტური კომპლექსი დაგიზოგავს დროს, ფულს და მოგცემს დიდიხნის ნანატრ შედეგს.
კვება
სწორედ ის, რასაც შენ ჭამ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცელულიტის წარმოქმნაზე. ყოველ შემთხვევაში ამ ცელულიტის ვიზუალიზაციაზე.
დაიცავი 4 მარტივი წესი და "ფორთოხლის კანი" შეუმჩნეველი გახდება!
1. არ დაიცვა დიეტები. წონის დაკარგვა, რა თქმა უნდა, აისახება შენს გარშემოწერილობაზე, მაგრამ ცელულიტის ამობურცული ადგილები უფრო მეტად შესამჩნევი გახდება! ცელულიტის საწინააღმდეგო ჯანმრთელ კვებაში უნდა შედიოდეს: დღეში 2 ცალი ბოსტნეული, 2 ცალი ხილი, ერთი ულუფა მარცვლეული და ერთი ლიტრი ჩვეულებრივი სასმელი წყალი. ასევე კარგია თაფლი, რძე, უცხიმო ყველი, ვაშლი, გრეიპფრუტი და ისპანახი.
2. დაივიწყე ბანანი, შოკოლადი, ტკბილეული, ცხიმიანი ხორცი და ალკოჰოლი. სწორედ ეს პროდუქტები იწვევენ ყველაზე მეტად ცხიმის ადგილ-ადგილ დაგროვებას და შესაბამისად ცელულიტს.
3. არ სვა გასახდომი ჩაი. მისი შარდმდენი ეფექტი აუწყლოვანებს კანს და ცელულიტი ბევრად შესამჩნევი ხდება.
4. შეეცადე მოწიო ცოტა ან საერთოდ დაანებო თავი: ნიკოტინი არღვევს ვიტამინი C-ს ბალანსს ორგანიზმში. არადა, სწორედ ეს ვიტამინი შლის ცელულიტს.
მასაჟი და სახვევები
თუნდაც შენი კვება მისაბაძი იყოს, ხოლო მავნე ჩვევები არც არასოდეს გქონოდეს, სხეულის დამატებითი მოვლის გარეშე იდეალურ შედეგს ვერ მიიღებ.
1. ყოველი შხაპის მიღებისას, აქტიურად დაიმასაჟე თეძოები უხეში ღრუბლით ან სპეციალური მასაჟორით. რაც უფრო აქტიურია სისხლის მიმოქცევა პრობლემურ ადგილებში, მით ნაკლებია ცელულიტი.
2. გაიკეთე თაფლის მასაჟი. აქ არანაირი განსაკუთრებული ტექნიკა არ გჭირდება: უბრალოდ წაისვი კანზე თაფლი და დაიზილე, შემდეგ გაიჩერე ცოტა ხნით თაფლი და ჩამოიბანე ასევე მასაჟური მოძრაობით. უფრო რადიკალური ვარიანტია: წაისვი პრობლემურ ზონაზე თანაბრად თაფლი, შემდეგ დააჭირე ხელისგული რაც შეგიძლია ძლიერად და უცებ აიღე. გაიმეორე რამდენჯერმე.
3. სახვევები – შესანიშნავი რამ არის ცელულიტთან ბრძოლის დროს. თაფლის თანაბარი ფენა წაუსვი საკვების შესაფუთ ცელოფანს, შემოიხვიე პრობლემურ ადგილებზე და წადი უყურე საყვარელ სერიალს. ერთ საათში ჩამობანა არ დაგავიწყდეს.
სპორტი
შეიტანე პატარა კორექტივები შენს ფიტნეს-პროგრამაში და არ დაუტოვო ცელულიტს არცერთი შანსი!
1. იარე ფეხით დღეში მინიმუმ ერთი საათი, ამასთან არა 6-ჯერ და 10-10 წუთი, არამედ საათი გადაბმულად.
2. იხტუნე. ვერც კი წარმოგიდგენია რამხელა ეფექტი აქვს დღეში 15 წუთი სახტუნაოთი ხტუნვას.
3. ჩაჯექი. გაშალე ფეხები მხრების სიგანეზე და შეეცადე დაჯდე უჩინმაჩინ სკამზე. აკონტროლე თავი სარკეში: მუხლები არ უნდა გასცდეს ფეხის თითების ზოლს.
4. შეასრულე ბუქნები. გააკეთე ღრმა ნაბიჯი მარჯვენა ფეხით უკან, მოხარე მუხლი ისე, რომ შეეხო იატაკს, ადექი, დაბრუნდი საწყის მდგომარეობაში და ახლა მეორე ფეხით შეასრულე იგივე.