როგორ მოვაცილოთ სწრაფად და მარტივად ხისტი წყლის ლაქები ონკანს - Marao

როგორ მოვაცილოთ სწრაფად და მარტივად ხისტი წყლის ლაქები ონკანს

2020-03-09 11:35:48+04:00

ხისტი წყლისგან გაჩენილი ლაქები სამზარეულოსა და სააბაზანოს ონკანებზე მრავალი დიასახლისის ნამდვილი თავის ტკივილია. ბევრს ჰგონია, რომ ქიმიური საშუალებებით ადვილად გაუმკლავდება მათ, მაგრამ არსებობს უფრო მარტივი და უვნებელი საშუალება.

თეთრ ძმარში დაასველეთ ნაჭერი და დაადეთ ლაქიან ადგილს. გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ ნაჭერი მოაშორეთ და ლაქიანი ადგილი მსუბუქად გაწმინდეთ ღრუბლის უხეში მხრიდან.

ლაქა გაქრა. სხვათა შორის, ეს მეთოდი ამართლებს მაშინაც, როცა კარადა ან ფაიფურის ჭურჭელი გაქვთ გასაწმენდი. ოღონდ ამ შემთხვევაში ნაჭრის მაგივრად ქაღალდის ხელსახოცი უნდა გამოიყენოთ.

მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეო