ეკა მიშველაძე და ბუკა პეტრიაშვილი დაქორწინდნენ - Marao

ეკა მიშველაძე და ბუკა პეტრიაშვილი დაქორწინდნენ

2015-10-05 12:30:28+04:00

ბუკა პეტრიაშვილის და ეკა მიშველაძის სიყვარული ბოლო დროს ყველაზე სკანდალური გახდა.

პოლიტიკოსის ცოლობის გამო ეკა პოლიტიკურ თოქ-შოუს ჩამოაშორეს. ზოგისთვის წარმოუდგენლად რჩება პოლიტიკოსის სიყვარულის გამო სამსახურის დაკარგვა; ზოგიც ფიქრობს, რომ არ შეიძლება ჟურნალისტი, რომელსაც პოლიტიკოსი უყვარს, მიკერძოებული არ იყოს.

ეკას და ბუკას დღეს, ოთხ ოქტომბერს, ქორწილი ჰქონდათ. ქორწილში მოწვეულ სტუმრებს შორის ჟურნალისტები სჭარბობდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა