რა თქმა უნდა, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ჰორმონალური ფონის რეგულარული შემოწმებაა. და აი, რომელი ჰორმონებია, რომელთა მორჯულებაც ჩვენს წონაზე პირდაპირ აისახება:
1. ინსულინი – მოქმედებს გლუკოზის სინთეზზე ღვიძლში და საკვებისგან ცხიმების წარმოქმნაზე. თუკი არ გსურთ, თეძოებზე ზედმეტი სანტიმეტრები გაგიჩნდეთ, შეეცადეთ მოერიდოთ ინსულინის მკვეთრ ცვლილებებს: მიირთვით იქამდე, სანამ ძალიან მოგშივდებათ და ნუ გამოიყენებთ ბოროტად ტკბილს.
2. დოფამინი – კიდევ ერთი მზაკვარი ჰორმონი. ის საკვებისგან სიამოვნების მიღებაზეა პასუხისმგებელი. თუკი ეს ჰორმონი გაკლიათ, თქვენ ვერ იღებთ სიამოვნებას საკვებისგან და შედეგად, ბევრს მიირთმევთ.
3. გრელინი – ეს ჰორმონი გამოუძინებლობის შემთხვევაში გამოიყოფა და ამძაფრებს შიმშილის გრძნობას.
4. კორტიზოლი – გამომუშავდება მაშინ, როცა სტრესულ სიტუაციაში ვიმყოფებით. ის ითხოვს ორგანიზმისგან, აღიდგინოს სტრესის დროს დაკარგული ენერგია საჭმლით. ასეთი ფსიქოფიზიოლოგიური წარმოშობის წახემსებები სწრაფად აგროვებს ზედმეტ წონას.
ასევე, ჩვენს ფიგურაზე მოქმედებს 5. ესტროგენი და 6. ტესტოსტერონი (T3 და T4).

გსურთ, სწორად იკვებოთ და ზედმეტი კილოგრამები არ აკრიფოთ? დაადგინეთ თქვენი ენტერო ტიპი
