12 ნიშანი იმისა, რომ თქვენ თირკმელი გაწუხებთ - Marao

12 ნიშანი იმისა, რომ თქვენ თირკმელი გაწუხებთ

2015-10-08 11:57:35+04:00

ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვავლინოთ პრობლემები იქამდე, სანამ ისინი ქრონიკულ სახეს მიიღებს ან ფატალურად დამთავრდება. ამ 12 ნიშნით შეძლებთ დროულად მიხვდეთ, რომ თირკმელი გაწუხებთ და მიიღოთ აუცილებელი ზომები!

სიმპტომი 1: თავბრუსხვევა და კონცენტრაციის დაკარგვა

თუკი შეამჩნიეთ, რომ თვალებში გიორდებათ, საღად ვერ აზროვნებთ და თავბრუ გესხმით – ეს ნამდვილად მიზეზია, რომ მიაკითხოთ ექიმს. შესაძლოა, ეს ანემიის სიმპტომიც იყოს, რომელიც თირკმლის დაავადებებით არის გამოწვეული. ტვინი ვეღარ იღებს ჟანგბადს და შედეგად იწყება თავბრუსხვევა, აზრების მოკრების უუნარობა, დაბნეულობა და გულმავიწყობა. არ ღირს ამ სიმპტომზე თვალის დახუჭვა, ის თავისით არ გაივლის.

სიმპტომი 2: პრობლემები კანზე

როცა კანი გეწვით და გექავებათ, ხოლო ზედაპირზე მსხვილი გამონაყარი გაქვთ, ეს იმის ნიშანია, რომ ორგანიზმში რაღაც პრობლემაა. რატომ ხდება ეს? თირკმელს უჭირს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნა, რის გამოც სისხლში ხდება ნარჩენების დაგროვება და ორგანიზმი იწამლება.

სიმპტომი 3: მაღალი არტერიული წნევა

თირკმლის უკმარისობის ერთ-ერთი სიმპტომი რთულად გაკონტროლებადი ჰიპერტონიაა. საერთოდ, მაღალი წნევა ყოველთვის რაღაც პრობლემით არის გამოწვეული, ამიტომაც უმჯობესია, გამოიკვლიოთ. რაც უფრო მალე, მით უკეთესი.

სიმპტომი 4: ჰაერის უკმარისობა

თუკი გიჭირთ სუნთქვა, ეს, დიდი შანსია, თირკმლის ბრალი იყოს. აქ ორი ვარიანტია: პირველი – ფილტვებში გროვდება სითხე, რაც სასუნთქი სისტემის პრობლემას იწვევს, მეორე, როგორც ზემოთ გავაჟღერეთ, ეს – ანემიის ბრალია.

სიმპტომი 5: ფეხების ტკივილი

უცნაურია, მაგრამ სწორედ ფეხების ტკივილი – ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინდიკატორია იმისა, რომ თირკმელებში რაღაც ისე არ არის. ეს შეიძლება იყოს ხერხემლის, წელის ან ფეხების ტკივილი. ზოგადად, ასეთ ტკივილებს იწვევს კისტა, რომელიც თირკმლის პოლიკისტოზის შედეგია. ნაკლებად სერიოზული, მაგრამ არანაკლებ უსიამოვნო მიზეზი – თირკმელში კენჭებია. ნებისმიერ შემთხვევაში ექიმთან მისვლა აუცილებელია.

სიმპტომი 6: შეშუპება

თირკმელი ორგანიზმს უნდა წმენდეს, გამოჰქონდეს იქიდან რეგულარულად ზედმეტი სითხე. ამ ფუნქციის დაქვეითებით ორგანიზმში სითხე გროვდება, შედეგად კი სხეული, კერძოდ კი, ხელები, ფეხები და სახეც კი შუპდება.

სიმპტომი 7: შეციება

იმ შემთხვევაში, თუკი თირკმლის დაავადება გივითარდებათ, კიდურები მუდმივად გაყინული გექნებათ, სიცხეშიც კი. ასეთი მდგომარეობა – შარდსაწვეთი სისტემის აშკარა დარღვევაზე მეტყველებს. მიზეზი კი კვლავ ანემიაში იმალება. ჯანმრთელი თირკმელები გამოჰყოფს ჰორმონს, რომელიც ეხმარება ერითროციტის საკმარისი რაოდენობით გამოყოფას. დაავადებული თირკმლის შემთხვევაში ეს ასე არ ხდება.

სიმპტომი 8: მადის დაქვეითება

თავისთავად მადის დაქვეითება ყოველთვის არ არის ცუდი, ხანდახან კი კარგიც არის, განსაკუთრებით მაშინ, თუკი წონაში დაკლება გვსურს. მაგრამ სხვა სიმპტომებთან ერთად, ეს სასიხარულო სიახლე ნამდვილად არ არის და აუცილებლად მისახედია.

სიმპტომი 9: უსიამოვნო გემო და აცეტონის სუნი პირიდან

თირკმლის უკმარისობის დროს ორგანიზმში შარდი და სხვა მავნე ნივთიერებების შეკავება ხდება. აქედან არის სწორედ უსიამოვნო ამიაკის სუნი, ასევე, რკინის გემო პირში. ასეთ სიმპტომებთან ხუმრობა არ შეიძლება.

სიმპტომი 10: პრობლემები შარდვის დროს

თუკი შარდვის დროს პატარა პრობლემა, ტკივილი და წვა გაქვთ, აუცილებლად მოახდინეთ რეაგირება და მიდით ექიმთან. იგივე ეხება შარდის ფერსაც. ქაფიანი, სისხლიანი ან ბუშტუკებიანი შარდის დროს ექიმის სასწრაფო ჩარევაა საჭირო.

სიმპტომი 11: დაღლილობა და სისუსტე

ეს თირკმლის დაავადების ადრეული სიმპტომია. ერითროციტის ნაკლებობა პატარა დატვირთვაზეც დაღლილობის, სისუსტის მაპროვოცირებელია. ამიტომაც, თუკი ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევთ, საკმარისად გძინავთ, მაგრამ მაინც გამოუძინებლობის შეგრძნება გაქვთ და დაღლას გრძნობთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თირკმელს!

სიმპტომი 12: გულისრევის შეგრძნება

სისხლში ტოქსინების მოჭარბება მთელი ორგანიზმის მოწამვლას იწვევს, ანუ გულისრევის შეგრძნებას. არ დატოვოთ ეს სიმპტომი უყურადღებოდ.