თუკი თქვენი საყვარელი საუზმე მოხარშული კვერცხია ან ხშირად უმატებთ მას სალათებში, აუცილებლად შეგაწუხებდათ ის ფაქტი, რომ მისი ნაჭუჭისგან გათავისუფლება არც ისე მარტივია.
ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ როგორ გავიმარტივოთ მოხარშული კვერცხის გაფცქვნის პროცესი. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი გამოუყენებელი ინფორმაციაა.
მაგრამ არსებობს ერთი ტრიუკი, რომელიც ნამდვილად დაგავიწყებთ ისეთ პრობლემას, როგორიც არის მოხარშული კვერცხის გაფცქვნა.
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ ის, რომ კვერცხი უნდა ჩააგდოთ უკვე ცხელ წყალში.
![](/media/images/stories/kvercxi 3.jpg)
"ცხელი სტარტი" შესაძლებლობას მოგცემთ, უპრობლემოდ და თანაბრად მოაცილოთ უკვე მოხარშულ კვერცხს ნაჭუჭი.
ასე რომ, დაიცადეთ, სანამ წყალი ადუღდება, შემდეგ კი ფაქიზად მოათავსეთ მასში კვერცხი. ამისათვის სპეციალური კალათებიც არსებობს.
![](/media/images/stories/kvercxi 4.jpg)
ახლა, როცა კვერცხი უკვე ქვაბშია, დაუკელით ცეცხლს ისე, რომ წყალმა დუღილი განაგრძოს.
ხარშეთ 13 წუთის განმავლობაში.
როცა კვერცხი მოიხარშება, ის მაშინვე მოათავსეთ ყინულებიან ჯამში და გააჩერეთ 5 წუთი. როცა ამოიღებთ "ყინულების აბაზანიდან", კვერცხი უმარტივესად გაიფცქვნება.
![](/media/images/stories/sakitxavi/interviu/kvercxi 5.jpg)
არც ხელში აღება გაგიჭირდებათ, რადგან ნაჭუჭი უკვე ცივი იქნება.
![](/media/images/stories/kvercxi 6.jpg)
მოხარშული და გაფცქვნილი კვერცხის მაცივარში შენახვა 5 დღე შეიძლება.