როგორ დავიკელი 14 დღეში 18 კილოგრამი – ექსპერიმენტი, რომელიც ღირს, რომ საკუთარ თავზე გამოსცადოთ - Marao

როგორ დავიკელი 14 დღეში 18 კილოგრამი – ექსპერიმენტი, რომელიც ღირს, რომ საკუთარ თავზე გამოსცადოთ

2015-10-14 12:41:15+04:00

"რამდენიმე წლის წინ თავს უძლურად ვგრძნობდი, ძალიან დიდი ვიყავი. ეს 1990 წელს იყო, როცა კოლეჯი დავამთავრე და ნიუ-იორკში გადავედი საცხოვრებლად", - ასე იწყებს თავისი ისტორიის მოყოლას დიანა სტოუნი.

ის უოლ-სთრითის ერთ-ერთ ბანკში ფინანსურ ანალიტიკოსად მოეწყო. გქონდეს ასეთი კარიერა, ნიშნავს, მთელი ცხოვრება გაატარო ოფისში და თვალყური ადევნო საბირჟო ინდექსებს. აი, რატომ არის, რომ ბანკირების უმეტესობას ზედმეტი წონა აწუხებს. დიანამაც სულ რაღაც რამდენიმე თვეში 20 კგ მოიმატა.

აი, როგორ იყო ეს ყველაფერი და როგორ უშველა საკუთარ თავს დიანამ.

შუაღამემდე ვმუშაობდი. იმისათვის, რომ დავნაყრებულიყავი, საუკეთესო გამოსავალი პიცის გამოძახება იყო ან ფუნთუშები და ორცხობილები მეჭამა. ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ სწრაფად გადავაჭარბე ჩემს ტანსაცმელს და უფრო და უფრო გაღიზიანებული და დეპრესიული ვხდებოდი. ცხოვრებაში პირველად შემექმნა "ზედმეტი წონის" პრობლემა.

უამრავი დიეტა მოვსინჯე: უნახშირწყლო, ცხიმების გარეშე, უზმოზე წვენით, ატკინსის, კრეიგის და ვისი დიეტა აღარ... ყველა მათგანმა მხოლოდ იმედები გამიცრუა და კიდევ უფრო გაღიზიანებული და დეპრესიული გავხდი.

ერთ მშვენიერ დღეს გონება გამინათდა: მე არ შემეძლო წონაში დაკლება, რადგან სინამდვილეში არცერთი ამ გაპიარებული დიეტათაგანი არ მომწონდა. არ მომწონდა ნამცეცების ჭამა. მაგრამ არც იმის დრო მქონდა, რომ ყველა ეს რთული დიეტური კერძი მომემზადებინა. საერთოდაც არ მიყვარს მზადება! არ მცალია!

მჭირდებოდა მარტივი, პრაქტიკული პროგრამა, რომელიც მრავალფეროვანი რაციონით წონაში დამაკლებინებდა. როგორც ადამიანთა უმეტესობა, მეც გურმანი ვარ და მიყვარს ჭამა.

ამიტომაც შევიმუშავე საკუთარი წესები. რა თქმა უნდა, ეს წესები შემთხვევით არ გაჩენილა: ამ საკითხზე უამრავ სამეცნიერო ლიტერატურას გავეცანი.

და აი, ჩემი წესები:

დავიწყე რაციონიდან შაქრის ამოღებით.

თქვენი ქრონიკული დაღლილობის მთავარი მიზეზი სწორედ შაქრის გადაჭარბებული დოზაა. რაც მეტ შაქარს მიირთმევთ, მით მეტი გინდებათ. ბოლოს და ბოლოს, მივიღე გადაწყვეტილება, გავჩერებულიყავი.

თავიდან თავს საშინლად ვგრძნობდი, გამუდმებით ტკბილი მინდოდა, მაგრამ 3-4 დღეში ყველაფერმა გამიარა. და კიდევ რამდენიმე დღეში თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდი.

და გადავწყვიტე, რომ უნდა გამეგრძელებინა.

ახლა რაციონიდან ხორბლისგან მომზადებული პროდუქტები ამოვიღე.

არა, პური ცუდი არ არის, მაგრამ როგორც უმეტესობა, მეც ჯანმრთელს კი არა, გემრიელ პურს ვჭამდი.

ასე რომ, გადავწყვიტე, უარი მეთქვა ფუნთუშებზე, ორცხობილებსა და ბუტერბროდებზე. არ არის პური – არ არის პრობლემა!

შემდეგ უარი ვთქვი რძის პროდუქტებზე.

თუმცა, რძის პროდუქტები, განსაკუთრებით, იოგურტი, ჯანმრთელია, მაგრამ მათ მე ხშირად ფუნთუშებს ვაყოლებდი. მეორეც, თითქმის ყველა რძის პროდუქტი შეიცავს შაქარს და სხვა რაფინირებულ ნახშირწყლებს.

იმის გამო, რომ ძალიან მიყვარდა ძროხის რძე, მომიწია, ის სოიოს და ბრინჯის რძით შემეცვალა. ეს შესანიშნავი ალტერნატივაა, მერწმუნეთ.

შემდეგ რაციონიდან ამოვიღე ყველა შეფუთული პროდუქტი.

თუკი რაღაც მყვირალა შეფუთვაში იყიდება, ესე იგი, ის საჩემო არ არის. უარი ვთქვი შეფუთულ ხორცპროდუქტებზე და საერთოდ ყველა შეფუთულ პროდუქტზე.

ბოლოს და ბოლოს, უარი ვთქვი ხელოვნურ დამატკბობლებზე (მშვიდობით, "კოკა-კოლა"!), წითელ ხორცსა და ალკოჰოლზე.

უარი ვთქვი თითოეულ ამ პროდუქტზე შვიდი დღის განმავლობაში. კვირის ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი დიეტა 100%-ით "სუფთაა" და ჯანმრთელი. და წონამ ნელ-ნელა წასვლა დაიწყო.

უკვე მეორე კვირიდან წონაში კლება დავიწყე და გარდა ამისა, სხვა პრივილეგიებიც მივიღე. დამიბრუნდა გემოს შეგრძნება: უკეთ ვიგებდი და უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებდი საჭმლისგან.

ვტკბებოდი თითოეული ლუკმით, აღმოვაჩინე საკვების ახალი, დახვეწილი არომატები. თითქოს ხელახლა დავიბადე და ახლიდან შევიცნობდი სამყაროს!

და მთავარი: ჩემი ექსპერიმენტიდან 14 დღის გასვლის შემდეგ 18 კილოგრამი დავიკელი!

დროთა განმავლობაში თავის გათამამებაც დავიწყე

მალევე მივხვდი, რომ ასეთ ჯანმრთელ რაციონზე დიდხანს შემეძლო ყოფნა. ამიტომაც რამდენიმე კვირაში დავიწყე საყვარელი "არაჯანმრთელი პროდუქტებით" თავის გათამამება, მაგრამ ზომიერების ფარგლებში.

ერთ-ორ კვირაში ერთხელ პიცას, ნაყინს და ყველს მივირთმევდი. ალკოჰოლსაც ვაპარებდი კვირა-ნახევარში ერთხელ, მაგრამ ამასთან, წონის დაკარგვას ვაგრძელებდი.

მაგრამ მთავარი არ არის, რამდენი ვიყავი სასწორზე. უმნიშვნელოვანესი ის იყო, რომ ჭამას შეგნებით ვუდგებოდი. მას შემდეგ, რაც ეს ექსპერიმენტი წამოვიწყე, 20 წელი გავიდა. დღემდე მივდევ ამ წესებს და იდეალური წონა მაქვს.

მოიკრიბეთ ძალები. ეს მარტივი წესები მართლაც შეცვლის თქვენს არა მარტო წონას, არამედ მთელ ცხოვრებას!