აი, რატომ არ უნდა ატაროთ ბიუსტჰალტერი – საქმე მხოლოდ მეცნიერებაშია, არაფერი პირადული! - Marao

აი, რატომ არ უნდა ატაროთ ბიუსტჰალტერი – საქმე მხოლოდ მეცნიერებაშია, არაფერი პირადული!

2015-10-15 13:31:49+04:00

ბიუსტჰალტერი – აზრთა სხვაობის შესანიშნავი სიმბოლოა. ზოგიერთი თვლის, რომ ეს საშინელი გამოგონებაა, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ მის გარეშე ქალები ვერ დაიკავებდნენ სამყაროში არსებით ადგილს.

ვინ არის მართალი? ამ თემას წერტილი დაუსვა ფრანშ-კონტის უნივერსიტეტის პროფესორმა ჟან-დენი როუილონმა. ის დამხმარეთა ჯგუფის დახმარებით 15 წლის განმავლობაში იკვლევდა 330 18-დან 35 წლამდე ქალს (ასაკი ითვლება ექსპერიმენტის დაწყებიდან).

ყველა ქალი-მოხალისე წელიწადში ერთხელ ბეზანსონის უნივერსიტეტის კლინიკურ ცენტრში მიდიოდა და სპეციალისტები მათი მკერდის პარამეტრებს ზომავდნენ.

მიღებულმა შედეგებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა: ატარო ბიუსტჰალტერი ადრეული ასაკიდან – ნიშნავს, არაფერი გააკეთო იმისათვის, რომ შეინარჩუნო მკერდის ფორმა და სიმკვრივე.

მეტიც, თუკი პატარა ასაკიდან გაცვიათ ლიფი, ესე იგი, მეტი რისკი გაქვთ, დაგეწყოთ ზურგის ტკივილი და ადრეულ ასაკში დაკარგოთ მკერდის ფორმა.

"სამედიცინო და ანატომიური კუთხით, მკერდს არანაირი სიკეთე არ ადგება ბიუსტჰალტერის ტარებით. პირიქით, ის მხოლოდ პრობლემებს უქმნის მკერდს" – ასკვნის როუილონი.

საქმე ისაა, რომ ლიფი აფერხებს სისხლის მიმოქცევას მკერდში და ხელს უშლის მისი ქსოვილების ნორმალურ განვითარებას.

"ახალგაზრდა ქალებში ბიუსტჰალტერზე უარის თქმა ნიშნავს გაზარდონ "ელასტიკურობის ჰორმონის", კოლაგენის წამოქმნა. ეს ხელს უწყობს მკერდის აწევას და მას მეტად მკვრივს ხდის", - დასძენს ექიმი სტაფორდ ბროუმენდი, ანალოგიური ექსპერიმენტის ავტორი.

ასე რომ, თუ მკერდის ფორმა არ გაქვთ გაფუჭებული და აუცილებლობას არ წარმოადგენს ბიუსტჰალტერის ტარება, უარი თქვით მასზე.