შედედებული რძე ძალიან დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი სავაჭრო დახლებზე. სპეციფიური შეფუთვის გამო გარედან ვერაფრით გაიგებთ მის კონსისტენციას - შეიძლება შიგნით წყალივით თხელი ან ცომივით სქელი მასა დაგხვდეთ.
არცერთი არ არის ნორმალური სისქე ამ პროდუქტისთვის. სისქის გარდა მნიშვნელოვანია გემო და შემადგენლობა.
ნამდვილი შედედებული რძე არ უნდა შეიცავდეს პალმის ზეთს, მცენარეულ ცხიმს, სინთეტურ საღებავებს, სახამებელს, პექტინს, რძის ცხიმის შემცვლელს. თუ რომელიმე ამ ინგრედიეტიდან მითითებულია პროდუქტის შემადგენლობაში, ის ნამდვილი შედედებული რძე არ არის.
როგორ ამოვიცნოთ "ის ნამდვილი სგუშონკა"
პირველ რიგში დააკვირდით სახელწოდებას. ნამდვილ პროდუქტს, რომელიც მართლაც ძროხის რძისგან არის დამზადებული, ყოველთვის ერთნაირად აწერია:
"Цельное сгущенное молоко с сахаром" - მოუხდელი შედედებული რძე შაქარით
ან
"Сгущенные сливки с сахаром" - შედედებული ნაღები შაქრით
ან
"Обезжиренное сгущенное молоко с сахаром" — მოხდილი შედედებული რძე შაქრით.
და არაფერი მეტი. ეს არის — ГОСТ, ანუ სახელმწიფო სტანდარტი
დანაჩენი სახელწოდებები - "Молоко сгущенное", "Сгущенка", "Варенка", "Сгущенное молоко особое", "Сгущенка с сахаром", "Сгущенка и сливки", "Сгущенка вареная", "Сгущенное молоко диетическое" или даже "Сгущеночка" — მეტყველებს, რომ თქვენ არა ნამდვილ პროდუქტს, არამედ ჩვეულებრივ ტკბილ პასტას ყიდულობთ.
რა უნდა ეწეროს შეფუთვაზე
თუნუქის ქილაზე ამოტვიფრული ციფრების რიგის თავში უნდა ეწეროს "М"
ბოლო 2 ციფრი უნდა იყოს 76.
შენახვის ვადა კი 12 თვეს არ უნდა აჭარბებდეს. თუ მეტი დრო აქვს, ესე იგი კონსერვანტებით არის გამდიდრებული. მისი შენახვის ტემპერატურა 0°С -დან +10°С-მდეა. სრულად...