ჩვეულებრივ, როცა რაიმე კერძის მოსამზადებლად ხორცის ფარშს ვაკეთებთ, გვიჭირს ზუსტად საჭირო ზომის განსაზღვრა და ის არც თუ იშვიათად მოგვრჩება ხოლმე.
იხილეთ ვიდეო
ასეთ შემთხვევაში დღის წესრიგში დგება კითხვა: როგორ შევინახოთ ფარში ისე, რომ არც გაფუჭდეს და განსაზღვრული ულუფაც გამოვიდეს. არადა, რამდენჯერ დაგვჭირვებია მთელი ფარშის გადნობა იმისთვის, რომ გარკვეული რაოდენობის პროდუქტი აგვეღო!
ამიტომ ჩვენ ძალიან მოსახერხებელ და სწორ მეთოდს გასწავლით, როგორ გაყინოთ ფარში ისე, რომ თქვენთვის სასურველი ულუფა ყოველთვის ხელმისაწვდომად გქონდეთ. ამისთვის კი თქვენ უბრალოდ, ცელოფნის პაკეტი და ცომის საბრტყელებელი, ასვეე უბრალო ჯოხი დაგჭირდებათ.
გააბრტყელეთ ფარში ცელოფნის პაკეტში, სასურველ სისქეზე, შემდეგ ჯოხით დაყავით ულუფებად ისე, როგორც ეს ვიდეოშია ნაჩვენები და შედეთ საყინულეში. გაყინვის შემდეგ თქვენ ნახავთ, როგორ ადვილად ტყდება ის კუბებად ანუ სასურველ ნაჭრებად. სულ ესაა!
იხილეთ ვიდეო