როგორ დავუბრუნოთ ბალიშებს უწინდებური სიქათქათე: ხერხი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გამოადგება - Marao

როგორ დავუბრუნოთ ბალიშებს უწინდებური სიქათქათე: ხერხი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გამოადგება

2015-10-22 13:47:11+04:00

ყველა დიასახლისმა იცის, რომ თეთრეული დაახლოებით ერთ ან ორ კვირაში ერთხელ უნდა გაირეცხოს.

მაგრამ რა მოვიმოქმედოთ ბალიშების შემთხვევაში? დროთა განმავლობაში ბალიშზე ლაქები ჩნდება ოფლისგან, შიდა მხარეში კი - მტვერი.

გთავაზობთ ბალიშების უწინდებური სიქათქათის დასაბრუნებელ გასაწმენდ ინსტრუქციას, რომელიც არა მხოლოდ ბამბის, არამედ ბუმბულისა და სინთეტიკისგან დამზადებული ბალიშებისთვისაც გამოგადგებათ.

როგორ გავრეცხოთ სწორად ბალიშები:

1. მოხსენით ბალიშის პირი და სპეციალური შალითები, ისინი ცალკე უნდა გაირეცხოს.

2. მოათავსეთ ბალიშები სარეცხ მანქანაში, უმჯობესია, 2 ერთად, ასე მანქანა ბალანსს შეინარჩუნებს.

3. დაამატეთ სარეცხი საშუალება. მათეთრებელი ეფექტის გასაუმჯობესებლად, 1 ჭიქა სარეცხი ფხვნილი, 1 ჭიქა მათეთრებელი და ნახევარი ჭიქა ბორის მჟავა.

4. გარეცხეთ მაქსიმალურად ცხელ წყალში და გაავლეთ ორჯერ, რათა არ დარჩეს ქიმიური ნივთიერების კვალი.

ესეც ასე! ამის შემდეგ კარგად გააშრეთ ბალიშები. რეცხვის დროს დოლურაში ჩოგბურთის ბურთები შეყარეთ, ბალიშიდან ბუმბული რომ არ გამოვიდეს.