იმაზე, რომ ჩიფსები თავიდან ბოლომდე მავნე პროდუქტია და არანაირი სარგებლობა არ მოაქვს ადამიანისთვის, პირიქით – ძალიანაც საზიანო რამ არის, უკვე შევთანხმდით და ამ თემაზე არც არავინ კამათობს.
თუმცა არანაკლები საფრთხე აქვს ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივ გამხმარ არომატულ და სხვადასხვა გემოს მქონე "სუხარიკებსა" და "კუბეტებს", რომლებსაც ასე ხშირად ჭამენ მოზარდები.
შეიძლება, მშობელი თავად არ ყოდულობდეს, მაგრამ ვისაც კი სკოლის ან სხვა ისეთი დაწესებულების გვერდით გაგივლიათ, სადაც სასკოლოს ასაკის ბავშვები იკრიბებიან ხოლმე, არ არსებობს, არ შეგემჩნიათ, რომ ყოველ მეორეს ხელში ჩიფსები ან სუხარები უჭირავს და გემრიელად ახრამუნებს.
ალბათ, მშობლები ფულს ატანენ იმისთვის, რომ მშივრები არ იყვნენ, თუმცა ისინი შიმშილს სწორედ ასე იკმაყოფილებენ. ამიტომ ჯობს, ამგვარი ინფორმაციები არა მხოლოდ მშობელმა წაიკითხოს, ის ბავშვსაც წააკითხოს და დაარწმუნოს, რამდენად მავნებელია მსგავსი საკვები და რომ ამას ჯობს, სახლიდან თუნდაც ერთი ვაშლი წაიღოს და იმით დაიცხროს შიმშილი, ვიდრე ყოველდღიურად მიიღოს მსგავსი მავნებლობა.
რა არის ეს "სუხარები"
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი გამხმარი პურია, რომელიც ისეც იყიდება და დიეტის დროსაც მიირთმევენ. თუმცა ის სახეობები, რომლებიც ასე მისაზიდად არის შეფუთული ჭრელა-ჭრულა პაკეტებში, ასევე თვალის მისაპყრობად არის ზედ დატანილი მწვადებისა თუ ლორის ფოტოები, ბლომად არის გაჯერებული არომატიზატორებით, კონსერვანტებით, გამაფხვირებელით.
სხვათა შორის, "სუხარიკების" ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი რუსეთია, თუმცა იმავე რუსეთში 2007 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ აკრძალა სუხარებისა და ჩიფსების გაყიდვა სასკოლო კაფეებსა და სასადილოებში. მედიკოსებმა კი ერთხმად აღიარეს, რომ ამ პროდუქტის მომრავლებასთან ერთად იმატა ბავშვებში კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა.
იხილეთ სტატია სრულად