ლიმონის წვენით ნაწლავების გაწმენდის სქემა - Marao

ლიმონის წვენით ნაწლავების გაწმენდის სქემა

2015-10-26 11:57:42+04:00

ლიმონი – ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სამკურნალო და ორგანიზმის გამწმენდ პროდუქტად ითვლება.

თავისი სამკურნალო თვისებების გამო ლიმონს შეუძლია დაშალოს ყველანაირი შლაკი და ტოქსინი, რომლებიც ნაწლავების კედლებზე გროვდება.

გარდა ამისა, ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინურ ნივთიერებებს, რომლებსაც გამოაქვთ ორგანიზმიდან მძიმე ლითონები. ასევე აუცილებელია აღინიშნოს ლიმონის ანტისეპტიკური თვისება. ალბათ, ბევრჯერ გაგიგიათ, რომ ჩვენი იმუნიტეტის 90% სწორედ ნაწლავებში მდებარეობს და ამ ორგანოს მიკროფლორაზე დამოკიდებულია ყველა ორგანოს და მთელი სისტემის ჯანმრთელობა.

ნაწლავების ლიმონის წვენით გასუფთავება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა ამ მეთოდს არ აქვს რაიმე განსაკუთრებული უკუჩვენება, მათთვისაც კი, ვისაც მომატებული მჟავიანობა აქვს.

ნაწლავების გამწმენდი საშუალება ლიმონის წვენისგან

1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი გახსენით 2 სუფრის კოვზ გაციებულ ადუღებულ წყალში და მიიღეთ უზმოზე, საუზმის მიღებამდე 2-2,5 საათით ადრე, ასევე, ყოველი ჭამის წინ.

გაწმენდის სქემა შემდეგნაირია:

1 კვირა – მიიღეთ წყალში გახსნილი ლიმონის წვენი ყოველდღიურად;

2 კვირა – მიიღეთ დღეგამოშვებით;

3 კვირა – მიიღეთ ყოველ მესამე დღეს;

4 კვირა – მიიღეთ ყოველ მეოთხე დღეს.