ნამდვილი პანაცეა: კაკლის უღელი იოდდეფიციტისა და სხვა დაავადებათა წინააღმდეგ! - Marao

ნამდვილი პანაცეა: კაკლის უღელი იოდდეფიციტისა და სხვა დაავადებათა წინააღმდეგ!

2015-10-26 16:53:41+04:00

რა არის ყველაზე სასარგებლო კაკალში? არასოდეს იფიქრებთ, ალბათ, რომ ნაჭუჭი და გადაყრით სანაგვეში. არადა, ამ ერთი შეხედვით უსარგებლო ნაწილისგან სამკურნალო ნაყენებისა და ნახარშების მომზადება შეიძლება.

განსაკუთრებით სასარგებლოა იოდის დეფიციტის საწინააღმდეგოდ. იოდის უკმარისობა, შემდგომში კი ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა უამრავ ავადმყოფობას იწვევს.

დაავადების გამოვლენა ძალზე ადვილია: ძილის წინ იოდიანი ბამბით იდაყვზე რამდენიმე ხაზი წაისვით. თუ დილით ხაზები გაქრა - ეს დაავადების ნიშანია. პრობლემის გადაწყვეტაში კი შემდეგი საოცარი ნახარში დაგვეხმარება...

კაკლის უღელის ნახარში

ინგრედიენტები:

½ ჩ.ჭ. კაკლის უღელი

2 ჭიქა ცივი წყალი

მურაბა ან თაფლი

მომზადების წესი:

1. ჩაყარეთ ქვაბში კაკლის უღელი, დაასხით წყალი და მიიყვანეთ მოხარშვამდე.

2. შეანელეთ ცეცხლი და დატოვეთ ნახარში 10 წუთით.

3. გაწურეთ და ნახარშიც მზად არის!

2-4 კვირის განმავლობაში მიიღეთ თითო ყლუპი ნახარში დღეში სამჯერ. შეგიძლიათ თაფლი ან მურაბა დაუმატოთ.

ამის გარდა, უამრავი დაავადების, განსაკუთრებით, ფარისებრი ჯირკვლის წინააღმდეგ, იყენებენ კაკლის უღლისაგან მომზადებულ სპირტის ნაყენს. რეცეპტი მარტივია: ნახევარლიტრიანი ქილა 1/3-ზე შეავსეთ კაკლის უღელით, გაავსეთ არყით და დააყენეთ 2-3 კვირით. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ჭამის წინ 1 ს.კ.

ხალხური მედიცინის მიხედვით, ნაყენი ასევე სასარგებლოა კუჭის გაღიზიანებისას, საშვილოსნოს ფიბრომიომასთვისა და მასთოპათიისთვის, ნერვული აშლილობისა და უძილობის წინააღმდეგ. რადიკულიტისა და სახსრების ტკივილის საწინააღმდეგოდ რეკომენდებულია არყის ნაყენით დაზელვა.

შეგაწუხათ კონიუნკტივიტმა? არც ეს არის პრობლემა: დააქუცმაცეთ კაკლის უღელი. მიღებულ ფხვნილს დაუმატეთ ჭიქანახევარი ცივი წყალი და მიიყვანეთ მოხარშვამდე და 20 წუთით ნელ ცეცხლზე დატოვეთ. შემდეგ კი მარლის მეშვეობით კარგად გაწურეთ.

დაახლოებით ნახევარი ჭიქა მუქი ყავისფერი სითხე გამოგივათ. დაასველეთ ბამბის ტამპონები და ქუთუთოებზე დაიდეთ. პროცედურა 1 კვირის განმავლობაში იმეორეთ.

თუ ხალხურ მედიცინას არ ენდობით, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, შესაძლოა თუ არა მაღლა აღწერილი მეთოდებით ვებრძოლოთ ამა თუ იმ დაავადებას. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - კაკლის უღელის სამკურნალო თვისებების შესახებ დიდი ხანია, ცნობილია.