აუცილებელია, ვიცოდეთ: როგორ გადავრჩეთ ლიფტის კაბინის ვარდნისას! - Marao

აუცილებელია, ვიცოდეთ: როგორ გადავრჩეთ ლიფტის კაბინის ვარდნისას!

2015-10-27 11:36:04+04:00

წარმოიდგინეთ სიტუაცია: შედიხართ ლიფტში, რათა დაეშვათ და ის უცებ ვარდნას იწყებს...

კოშმარული სიზმრის ახდენას ჰგავს, არა? თქვენ არ გაქვთ მოსაფიქრებელი დრო - მხოლოდ წამის მეასედი რაიმეს მოსამოქმედებლად. გთავაზობთ პასუხს მტანჯველ კითხვაზე: "რა ვქნათ, თუ ლიფტი ვარდება?"

რითი დავიწყოთ - კარგი ამბით თუ არც ისე? უმჯობესია, უარესით: გადარჩენა შეიძლება მოახერხოთ, თუმცა ტრავმებს თავს ვერ აარიდებთ. ამის გარდა, მსგავს სიტუაციაში, შოკირებული ადამიანი რაიმეს მოხერხების უნარს კარგავს. ამიტომ წაიკითხეთ ეს ინფორმაცია, რომელიც ჩაილექება თავში და საშიშროების მომენტში, ავტომატურად, გაუაზრებლად იმოქმედებთ.

1. არსებობს აზრი, თითქოს, დაშვებამდე 1 წამით ადრე უნდა წამოხტეთ. ჯერ ერთი, ამ წამის გამოთვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია და თუ გაგიმართლათ კიდეც, ეს ვარდნას მხოლოდ 2-3 კმ საათში შეანელებს. მეორეც, შეიძლება კაბინის ჭერს აარტყათ თავი, მით უმეტეს, თუ თავის მირტყმისა და დაშვების მომენტი დაემთხვა.

2. კიდევ ერთი არასწორი აზრი: თუ მუხლებს მოხრით, ეს დარტყმას შეარბილებს. ხერხი კარგია ჩვეულებრივი ვარდნისას და არა უკონტროლო დაშვებისას. ამ შემთხვევაში, ფეხები მიიღებს ძირითად დარტყმას - თქვენ, უბრალოდ, გადაიმტვრევთ ძვლებს წელქვეშ.

3. უმჯობესია, იატაკზე დაწვეთ და ხელებით თავი დაიფაროთ, თავქვეშ კი ჩანთა ამოიდეთ. ჩნდება კითხვა: დავწვეთ მუცელზე თუ ზურგზე? აქ მკვლევართა აზრი არაერთგვაროვანია, მაგრამ ერთი რამ უდავოა - ტანი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თანაბრად მიიღებს დარტყმას.

ახლა კი, კარგი ამბავიც, ალბათ, ცოტა არ იყოს, შეშინდით... მსგავსი შემთხვევები იშვიათობას წარმოადგენს. სტატისტიკის მიხედვით, ლიფტში დაღუპვის შანსი - 0,00000015%-ია. საქმე იმაში გახლავთ, რომ თოკების დაჭიმვის კონტროლი ლიფტის ბლოკირებას ახდენს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ-ერთი ბაგირიც კი გაწყდა.

თოკები კი, ლიფტის წონაზე გაცილებით მეტზეა გათვლილი. თეორიულად, ლიფტს შეუძლია მხოლოდ ერთი ბაგირით იმოძრაოს, მას კი რამდენიმე აქვს. გაწყვეტის შემთხვევაში სიჩქარის განმსაზღვრელი დამჭერებს მოიყვანს მოქმედებაში, რომლებიც კაბინას შეაჩერებენ.

ნუ შეგეშინდებათ ლიფტების, ეს ხომ გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა!.. თუ, ღმერთმა არ ქნას და, "არ გაგიმართლათ" - დაწექით იატაკზე!