9 აუცილებელი ვიტამინი - Marao

9 აუცილებელი ვიტამინი

2011-10-07 12:00:09+04:00

რომელი ვიტამინებია აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანი ჯანმრთელი და ენერგიული იყოს? ამ კითხვის პასუხად ამერიკელმა დიეტოლოგებმა ადამიანის სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელი ცხრა ვიტამინი დაასახელეს.

ბეტა-კაროტინი - ყველაზე მეტს შეიცავს ტკბილი კარტოფილი, სტაფილო და წიწაკა;

კალციუმი - რძე, ხაჭო, ყველი;

ფოლიუმის მჟავა - მუქი მწვანე ბოსტნეული, კომბოსტო, ისპანახი, მარცვლეული, ციტრუსები;

რკინა - საქონლის ღვიძლი, წიწიბურა, მწვანე ვაშლი;

კალიუმი - ქიშმიში, პომიდორი, ტომატის წვენი, ბანანი;

სელენი - ხორცი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, პური;

C ვიტამინი - ციტრუსები, კომბოსტო, ჟოლო.

E ვიტამინი - ყველანაირი ცხიმი, მცენარეული კარაქი;

D ვიტამინი - გამომუშავდება კანში მზეზე ყოფნის დროს. ეს ვიტამინი არის პურშიც.

ლიკა კერატიშვილი

გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)