ჭვავის და ხორბლის ფქვილი შეიცავს ცილას, E, PP და B ჯგუფის ვიტამინებს. ასევე, ჭვავის ფქვილში შედის კალიუმი, მაგნიუმი და სხვა სასარგებლო მინერალები.
სწორედ ამ შემცველობის შედეგად პურში ჭვავისა და ხორბლის შეხამებით უამრავ სარგებლობას ვანიჭებთ ორგანიზმს:
*ასტიმულირებს თავის ტვინის მუშაობას;
*ხელს უშლის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას;
*დადებითად მოქმედებს კანისა და თმის მდგომარეობაზე;
*გვიუმჯობესებს განწყობას და გვიხსნის დაღლილობას;
*ამაღლებს სტრესის მიმართ ბრძოლისუნარიანობას;
*გვეხმარება წონის შენარჩუნებაში.