5 ყველაზე ემოციური ზოდიაქოს ნიშანი – ნახე, აღმოაჩენ თუ არა საკუთარ თავს! - Marao

5 ყველაზე ემოციური ზოდიაქოს ნიშანი – ნახე, აღმოაჩენ თუ არა საკუთარ თავს!

2020-06-04 11:58:38+04:00

ყველა ჩვენ ადამიანები ვართ და ვერ ვრჩებით გულგრილნი სხვადასხვა მოვლენის, ქმედებისა და თუ პიროვნების წინაშე. ყველა ჩვენგანს გვეცვლება ხასიათი, გვაქვს ემოციური ამოვარდნები და გვეუფლება სიბრაზე.

მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ გრძნობებსა და ემოციებს მთელი არსებით მიეცემიან, ან კიდევ ისეთები, ვისაც შეუძლია საკუთარი თავის ხელში აყვანა და მოთმინების უსაზღვრო გრძნობა აქვს. ამ ფორმულაში არ არსებობს მართებული კომპონენტები. ყოველი ადამიანი საკუთარი წესებითა და ნორმებით ცხოვრობს.

ასტროლოგებმა გამოარჩიეს 5 ყველაზე ემოციური ზოდიაქოს ნიშანი. ამ ტოპ-ხუთეულის წევრები კი არიან:

მე-5 ადგილი: მერწყული

მას უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარშემო მყოფები აფასებდნენ. სწორედ ადამიანების პატივისცემა კვებავს მერწყულს შემდეგ ქმედებაში. კამათში მისგან ტიპურ ან შაბლონურ ქმედებებს უნდა ელოდეთ. მას შეუძლია როგორც თავისთვის ჩუმად იტიროს, ასევე სასიკვდილოდ გაიმეტოს ადამიანი. აი, ასეთი "მშვიდია" ის. მერწყულს ძლიერი სიყვარულიც შეუძლია, თუმცა ყველაზე მეტად საკუთარი თავის. ბოლოს და ბოლოს, რომელი ჩვენგანია უცოდველი?

მე-4 საპატიო ადგილზე მორიელია

ის მკაცრი, მაგრამ სამართლიანია. დაუნდობელი ხდება, როცა მის ახლობლებს საფრთხე ემუქრებათ. ერთგვარი "ოჯახის პირადი მცველია". მისგან ნებისმიერ მომენტში ყველაფერია მოსალოდნელი. მორიელი – მთელ თანავარსკვლავედში ყველაზე მოულოდნელობებით სავსე ზოდიაქოს ნიშანია. კამათის დროს ის უკიდურესად საშიშია და ყოველთვის იმას იღებს, რაც სურს. ამ უკანასკნელი თვისების გამო ის ნამდვილად დასაფასებელია.

მე-3 ადგილზე ხმაურიანი ტყუპია

ტყუპისთვის არაფერია შეუძლებელი, როცა საქმე მის პირად ინტერესებს ეხება. ის – ნამდვილი გამომგონებელია. კამათის დროს არ იცის ზღვარი და შეჩერება. მას შეუძლია იყვიროს, დალეწოს ჭურჭელი და დაადანაშაულოს მთელი მსოფლიო. საოცარი გამომგონებლური ნიჭით არის დაჯილდოებული შურისძიების დროსაც. თუმცა, ტყუპს გარშემო მყოფებისთვის დადებითი მომენტების მიცემაც შეუძლია და ის ხშირად შესანიშნავი მეორე ნახევარია.

მე-2 ადგილს ვერძი იკავებს

ვერძმა იშვიათად იცის, რა უნდა. ამიტომაც მასას მიჰყვება, თუმცა რჩეულთა მასას. მისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი, ამიტომაც ვერასოდეს ნახავთ ვერძს სულელურ სკანდალში გახვეულს. მხოლოდ ეფექტური ჩხუბი გამორჩეულებთან. ვერძი – თავმომწონეა, ხანდახან უხეში და სუპერჯიუტი, მაგრამ ის მყარი საყრდენია გარშემო მყოფებისთვის.

პირველი და საპატიო ადგილი თხის რქებმა დაიკავეს

თხის რქა – ყველაზე ემოციური ზოდიაქოს ნიშანია. ის საკუთარი წესებითა და ნორმებით ცხოვრობს. არ ესმის, რას ნიშნავს სიტყვები "არ შეიძლება", "ძალიან ძვირია", "აკრძალულია". შორიდან ის ძალიან თავაზიანი და მოწესრიგებული ადამიანი ჩანს, მაგრამ თუ ძალიან დაუახლოვდებით, შეიძლება გაგაგიჟოთ თავისი ემოციურობით. თუმცა თხის რქას აქვს ისეთი თვისება, რომლისთვისაც ის უყვართ. ის ყველაზე ვნებიანი ზოდიაქოს ნიშანია!