სამოსს, ინტერიერს სახლში, მისწრაფებებს - ადამიანის ხასიათის ამოცნობა შეუძლია.
მაგრამ ყველაზე კარგად ქალის ბუნების ამოცნობას მისი თმის ფერით შეძლებთ. თმის შეღებვისას ქალი იდეალური ფერის შერჩევას ცდილობს, რომელიც მაქსიმალურად მიუახლოვდება მის შინაგან ”მეს”.
1. წაბლისფერთმიანი
გაწონასწორებული ადამიანი ხართ და გარშემო მყოფებში საიმედო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. წაბლისფერთმიანი საქმიანობისას ლიდერი და მომხიბვლელია გარშემო მყოფების თვალში. ამ ფერს, ძირითადად, ბიზნესქალბატონები ირჩევენ. მათ შეუძლიათ ნებისმიერი საქმე წარმატებით განახორციელონ. მამაკაცები, ძირითადად, წაბლისფერთმიანებზე ქორწინდებიან, რადგან მათში სტაბილურობას ხედავენ.
2. შავთმიანი
არა აქვს მნიშვნელობა, ეს თქვენი ბუნებრივი ფერია თუ შეღებილი თმა გაქვთ. ეს ფერი თქვენს ინდივიდუალურობასა და ღრმა შინაგან სამყაროზე მიუთითებს. მიდრეკილება გაქვთ მეცნიერებისა და ფინანსებისადმი. ლოგიკურად აზროვნებთ და თქვენთვის სახალისოც კია რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნა. გარშემო მყოფები თქვენთან რჩევისთვის მოდიან, რადგან მათ მიმართ ყურადღებიანი და მზრუნველი ხართ. თუმცა, იმავეს ითხოვთ თქვენი ახლობლებისგანაც.
3. ჟღალთმიანი
თუ ცეცხლოვანი, სპილენძისფერი თმის ფერი გაქვთ, ჩვენი ვარაუდით, თვითდაჯერებული და საკმაოდ ამაყი ადამიანი ხართ. გჯერათ საკუთარი ძალების და მიზანმიმართულად მოქმედებთ. სტატისტიკის მიხედვით, ჟღალთმიანები საკმაოდ სექსუალურები და ვნებიანები არიან. თქვენი სიცოცხლის ხალისი გადამდებია გარშემო მყოფებზე. სამსახურის საქმეშიც და კარიერაშიც წარმატებული და შეუდარებელი ხართ. თუმცა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის გამო მეგობრებთან დამოკიდებულებას ნუ გაიფუჭებთ.
4. ლილისფერთმიანი
ლავანდისფერი, ლილისფერი, იისფერი თმის ფერი უჩვეულოდ, მაგრამ საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. ფსიქოლოგიაში იისფერი - ჰარმონიული აზრების, გრძნობების ფერია. ადამიანი, რომელიც ასეთი ფერის თმას ატარებს, ჰარმონიაში ცხოვრობს სამყაროსთან და საკუთარ თავთან. ზოგიერთი შეიძლება საკუთარ, გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს, ზოგიც ორიგინალურ, არასტანდარტულ მეთოდებს პოულობს სხვადასხვა საკითხის მოსაგვარებლად.
5. ცისფერთმიანი
იშვიათი თმის ფერია. მისი მოყვარული ავანტიურისტი, თავგადასავლების მოყვარულია. მას სურს, მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს და ცისფერი თმის ფერიც ამიტომ აქვს. ცხოვრება მისთვის სცენაა. იგი ნებისმიერ წვეულებაზე სასურველი სტუმარია. თუმცა, გაერკვიეთ სამეგობრო წრეში: ვინ არიან იქ, ისინი, ვინც თქვენგან მხოლოდ გართობას ელიან თუ ერთგული ადამიანები.
6. ომბრე
ან ძალიან მოდური, ან რთული ადამიანები ირჩევენ. ფრანგულად ”ომბრე” - ჩრდილს, ელფერს ნიშნავს. თავადაც შეიძლება ან მზესავით კაშკაშა იყოთ, ან მთვარესავით ჩრდილოვანი. თუმცა, ეს ორსახოვანი ბუნება სხვადასხვა სიტუაციში ლავირების უნარს განიჭებთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, გარშემო მყოფებს შეიძლება არც კი მოსწონდეთ ქამელეონივით ცვალებად ადამიანთან ცხოვრება.
7. თეთრთმიანი
საუბარია არა ჭაღარაზე, არამედ მოდურ ტენდენციაზე, როცა გოგონები თმას თეთრად იღებავენ. თმის ფერის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სრულყოფილებისა და სიწმინდისკენ მიისწრაფით. თუმცა, ზოგჯერ მოვლენის დრამატიზებაც გახასიათებთ. ადვილად უმეგობრდებით ადამიანებს, გულდასმით მალავთ საკუთარ უარყოფით თვისებებს და გსურთ, გარშემო მყოფებმა ლამის წმინდანად აღგიქვან. თუმცა, წმინდანი არ ხართ და ადამიანური ემოციების გამოხატვისაც ნუ მოგერიდებათ.
8. ნარინჯისფერთმიანი
ჟღალი და ნარინჯისფერი განსხვავებული ფერებია. გოგონა, რომელსაც ფორთოხლისფერი თმა აქვს, მხიარული და მეგობრულია, კეთილი გული აქვს და გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარს არ ეუბნება. თქვენთან ურთიერთობა ადამიანებს ენერგიით აღავსებს. თქვენ პოზიტივის წყარო ხართ.
9. ქერათმიანი
მამაკაცები უპირატესობას ქერათმიანებს ანიჭებენ, - ამით ბევრია ნათქვამი. თქვენ ქალურად მომხიბვლელი ხართ. ზოგჯერ სითამამის საზღვარს გადადიხართ და შეიძლება, რაღაც სიტუაციაში თავხედიც იყოთ. შარმიანი ხართ და ცდილობთ, საკუთარი გარეგნობის წყალობით მიაღწიოთ სასურველს. თუმცა, მოგიწევთ საიმისოდ ბრძოლა, რომ დაამტკიცოთ, რომ ქერათმიანი ქალი სულელი არაა.
10. ჭაღარათმიანი
საუბარია ბუნებრივად ჭაღარა თმაზე და ვერცხლისფრად შეღებილზეც. ცდილობთ, მუდამ მოდურად გამოიყურებოდეთ, მაგრამ არა ვულგარულად. გსურთ გარშემო მყოფები ერთგვარ სილამაზის ეტალონად აღგიქვამდნენ და საკუთარ როლს თავს კარგად ართმევთ. თუმცა, რაც უფრო ბუნებრივი, ადამიანური იქნებით, მით მეტი მეგობარი და ნაკლები მოშურნე გეყოლებათ. თანაც, გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.