მდოგვის ნიღბის 7 რეცეპტი თმის სწრაფად ზრდისთვის - Marao

მდოგვის ნიღბის 7 რეცეპტი თმის სწრაფად ზრდისთვის

2015-11-02 15:23:07+04:00

#1 ცხიმიანი თმისთვის

ეს ყველაზე მარტივი და სწრაფი ნიღაბია თმის სწრაფად ზრდისთვის. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ერთი კოვზი მდოგვი, რომელიც უნდა გახსნათ თბილ წყალში ერთგვაროვანი, არაჟნისებური მასის მიღებამდე.

მიღებული ნიღაბი შეიზილეთ თმაში და შეიფუთეთ შხაპის ქუდით, ზემოდან კი პირსახოცით. გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ. ეს მარტივი ნიღაბი არა მხოლოდ თმის ზრდას უწყობს ხელს, არამედ არეგულირებს ცხიმის სეკრეციას, ანიჭებს თმას ბზინვარებას და ფაფუკს ხდის მას.

#2 ნორმალური თმისთვის

ამ ნიღბისთვის დაგჭირდებათ:

- 1 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი;

- ნახევარი ჭიქა კეფირი ან მაწონი.

- 1 კვერცხის გული.

კეფირი და მაწონი ძალიან სასარგებლოა თმისთვის. ის თმის ჯანმრთელობას აღადგენს, ანიჭებს ბზინვარებას თავისი მჟავა ფერმენტის წყალობით. ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმაში. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ.

# 3. მშრალი და დაზიანებული თმისთვის

ასეთ თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამიტომაც გარდა ზრდის სტიმულაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მისი კვება და დატენიანება. ამიტომაც ეს რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ:

- თითო სუფრის კოვზი ნაღები და ზეითუნის ზეთი.

- 1 ჩაის კოვზი კარაქი;

- 1 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი.

ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში, შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.

#4. თმის მოცულობის მისაცემად და ზრდის სტიმულაციისთვის

ეს ნიღაბი თხელ თმას მოუხდება. დაგჭირდებათ:

1 ჩაის კოვზი ჟელატინი;

1 კვერცხის გული;

1 ჩაის კოვზი მდოგვი.

თავდაპირველად დაალბეთ ჟელატინი 100 მლ წყალში. რომ გაფუვდება, დადგით დაბალ ცეცხლე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ოდნავ გააგრილეთ და დაუმატეთ კვერცხის გული და მდოვის ფხვნილი. თუ მშრალი თმა გაქვთ, შეგიძლიათ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთიც დაუმატოთ.

წაისვით თმაზე, შეიფუთეთ, გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სრულად...