როგორ გამოვთვალოთ ჩვენი ზუსტი ბიოლოგიური ასაკი? - Marao

როგორ გამოვთვალოთ ჩვენი ზუსტი ბიოლოგიური ასაკი?

2015-11-09 15:13:13+04:00

1. დახრები

დაინიშნეთ დრო. დადექით სწორად. სწრაფად გადაიხარეთ წინ ისე, რომ ეცადეთ, თითებით იატაკს შეეხოთ. სწრაფად გაიმართეთ. კვლავ დაიხარეთ და ასე შემდეგ... შეამოწმეთ, რამდენი დახრა გააკეთეთ 1 წუთში?

50-55 – თქვენი ასაკი 20 წლის ადამიანს შეესაბამება.

49-35 – თქვენი ბიოლოგიური ასაკი 30 წელია.

34-30 – თქვენ 40 წლის ხართ;

29-25 – თქვენ 50 წლის ხართ;

24-20 – თქვენ 60-ის ხართ;

19-10 – თქვენ 70 წლის ხართ.

სხვათა შორის: თუკი დახრისას, ისე, რომ არ მოხაროთ მუხლები, შეძლებთ ხელისგულები მთლიანად დააწყოთ იატაკზე, - თქვენი ბიოლოგიური ასაკი 20-დან 30 წლამდე მერყეობს.

თუკი მხოლოდ თითებით შეეხეთ იატაკს – თქვენ დაახლოებით 40 წლის ხართ. თუ ხელებით მხოლოდ წვივებამდე ჩახვალთ – დაახლოებით 50 წლის ხართ. თუკი მხოლოდ მუხლებამდე მიხვალთ – უკვე 60-ის ხართ.

2. რეაქციის სისწრაფე

დააკავებინეთ ვინმეს 50 სმ-იანი სახაზავი, "50 სმ"-ის აღნიშვნის წერტილით, ვერტიკალურად. თქვენი ხელი უნდა მდებარეობდეს სახაზავის ქვეშ, დაახლოებით 10 სმ-ის დაშორებით. როგორც კი პარტნიორი ხელს გაუშვებს სახაზავს, შეეცადეთ დაიჭიროთ ის ცერა და საჩვენებელი თითებით.

თუკი თქვენ დაიჭირეთ სახაზავი დაახლოებით 20 სმ-ის აღმნიშვნელზე, თქვენი ბიოლოგიური ასაკია 20 წელი.

თუკი 25 სმ-ზე მოგიხვდათ ხელი – 30 წლის ხართ.

თუ 35 სმ-ზე დაიჭირეთ სახაზავი – 40-ის ხართ.

თუ 45 სმ-ზე – 60-ის;

თუ საერთოდ ვერ დაიჭირეთ – 70-ის.

3. ვესტიბულარული აპარატი

მჭიდროდ დახუჭული თვალებით (მნიშვნელოვანია!) დადექით მარჯვენა ან მარცხენა ფეხზე. მეორე ფეხი იატაკიდან დაახლოებით 10 სმ-ით ასწიეთ. დაანიშნინეთ ვინმეს დრო ტაიმერზე და დააკვირდით, რამდენ ხანს შეძლებთ ამ მდგომარეობაში გაჩერებას:

30 წამი და მეტი – თქვენი ასაკი 20 წლისას შეესაბამება.

20 წამი – 40 წლისას.

15 წამი – 50 წლისას.

10 წამზე ნაკლები – 60 წლის და მეტის.

4. სისხლძარღვების მდგომარეობა

5 წამის განმავლობაში ცერა და საჩვენებელი თითებით მოჭიმეთ კანი ხელის მტევნის უკანა მხარეს. კანი ცოტათი გათეთრდება. დაინიშნეთ დრო და დააკვირდით, რამდენ ხანში მიიღო გათეთრებულმა კანმა უწინდელი სახე:

5 წამში – დაახლოებით 30 წლის ხართ;

8 წამში – დაახლოებით 40 წლის.

10 წამში – დაახლოებით 50 წლის;

15 წამში – დაახლოებით 60 წლის;

15 წამსა და მეტში – 70 წლის.

5. სუნთქვითი სისტემა

ჩაისუნთქეთ მთელი მკერდით, ამოისუნთქეთ. დაითვალეთ, რამდენ ასეთ ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას გააკეთებთ 1 წუთში.

45-40 – 20 წლის;

39-35 – 30 წლის;

34- 30 – 40 წლის;

29-20 – 50 წლის;

19-15 – 60 წლის;

14-10 – 70 წლის.

სხვათა შორის, ფილტვებისა და სასუნთქი გზების მდგომარეობის შემოწმებას შეძლებთ ასევე სანთლის ჩაქრობით, კერძოდ კი, იმ მანძილის მიხედვით, საიდანაც შეძლებთ მის ჩაქრობას. თუკი სანთლის ჩაქრობას შეძლებთ სანთლიდან ერთი მეტრის დაშორებიდან, თქვენ 20 წლის ხართ, 70-80 სმ-ის დაშორებიდან – 40 წლის ხართ, 50-60 სმ-ის დაშორებიდან – 60 წლის.

6. ლიბიდო (მამაკაცებისთვის)

თუკი გიჩნდებათ სქესობრივი ცხოვრების სურვილი, რომელსაც უპრობლემოდ ახორციელებთ კვირაში 6-7-ჯერ, - თქვენი ასაკი 20 წლის ადამიანისას შეესაბამება.

თუკი თვეში 5-6-ჯერ – თქვენ 30 წლის ხართ.

თუკი თვეში 3-4-ჯერ – თქვენ 40 წლის ხართ.

თუკი თვეში 1-2-ჯერ – 50 წლის ხართ.

უფრო იშვიათად – თქვენ 60-ის და მეტის ხართ.

7. სისხლძარღვების მდგომარეობა

გადაიტანეთ ორივე ხელი ზურგს უკან და შეეცადეთ, იდაყვების სიმაღლეზე თითები ერთმანეთზე გადააჭდოთ. თუკი ეს ვარჯიში მარტივად შეასრულეთ – ესე იგი, თქვენ 20 წლის ხართ.

თუკი ძლივს შეახეთ ერთმანეთს თითები – თქვენ 30-ის ხართ.

თუკი ხელები მხოლოდ ერთმანეთთან მიაახლოეთ, მაგრამ ვერ შეახეთ ერთმანეთს – თქვენ 40 წლის ხართ; თუკი საერთოდ ვერ შეძელით ხელების უკან წაღება და ახლოს მიტანა – თქვენ 60 წლის ხართ; თუკი საერთოდ ვერ შეძელით ხელების უკან წაღება – თქვენ 60-ზე მეტის ხართ.

8. ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა

შეეხეთ ფანქრით ან თითით ფოტოზე მოცემული სქემის თითოეულ უჯრას 1-დან 25-მდე. დაინიშნეთ, რამდენი წამი დაგჭირდათ ამისთვის. შედეგები იქვე იხილეთ.

დაბოლოს: შეაჯამეთ ყველა თქვენი შედეგი და გაყავით თქვენ მიერ გავლილი ტესტების რაოდენობაზე. ეს საშუალოარითმეტიკული სიდიდე იქნება თქვენი ბიოლოგიური ასაკი.