"ვინ დამამატეთ ჯგუფში "სექსუალური კიტრი?"; "სიყვარული ყველას გვინდა, მაგრამ რა მინდა ჯგუფში "აქ სიყვარულია?" - ამ შინაარსის საწუწუნო სტატუსებს ალბათ ყველა თქვენგანი აწყდებით საკუთარ "ნიუსფიდში".
გაბრაზებული "ფრენდები" გამუდმებით აპროტესტებენ უჩინარი ინტერნეტმომხმარებლების მცდელობას, გაურკვეველ ჯგუფებში უკრან თავი ყველას, ვინც ხელში (თუ "მაუსში") მოჰყვებათ.
მათ, ვინც ჯერ ვერ იპოვა გზა, როგორ გათავისუფლდეს ჯგუფებიდან, რომელთა წყალობითაც "ნიუსფიდში" გაურკვეველი შინაარსის, ხშირად პროვოკაციისა და პანიკის შემცველი პოსტები ჩნდება, გთავაზობთ ვიდეოგაკვეთილს, რომლითაც ამ გზას იპოვით. ჩაატარეთ "გენერალური დასუფთავება" კვირაში ერთხელ. ცოტა დროის დახარჯვა მოგიწევთ, სამაგიეროდ, სოციალურ ქსელში უსარგებლო ინფორმაციას ნაკლებად წააწყდებით.
იხილეთ ვიდეო