რას უნდა ელოდეთ ადამიანისგან სიყვარულში, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანი იცით.
ვერძს უყვარს ვნებიანად, მთელი სულითა და გულით

ვერძი კომპრომისებს არ სცნობს. ამიტომ, თუ უყვარს, უყვარს ნამდვილად და წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევს, ისეა თავით გადავარდნილი გრძნობებში.
კუროს უყვარს ნაზად და თანდათან

კუროს ფაქიზად და ნელა უყვარდება. არ უნდა ააჩქაროთ, დატკბით მომენტებით, როცა სიყვარულის გამოხატვას ნელ-ნელა და უფრო და უფრო ღრმად დაიწყებს.
ტყუპისთვის ეს დაუვიწყარი გრძნობაა

შეყვარებული ემოციებითაა აღსავსე. სიყვარული მისთვის მუდმივი დღესასწაული და ფეიერვერკია. მის გვერდით გატარებული ყოველი დღე თავგადასავლებით აღსავსე და დაუვიწყარია. ამ სიყვარულს ვერასდროს დაივიწყებთ.
კირჩხიბი - სიყვარულს თვითშეწირული

სიყვარული მათთვის მთელი ცხოვრებაა. შეიძლება ითქვას, რომ ვნების ალში იწვებიან. შეყვარებულები შინაგანად ანთებულები არიან და ამ გრძნობით მთელი სამყაროს განათება შეუძლიათ.
ლომს ვნებიანად და ძლიერად უყვარს

ლომი ყველა თაყვანისმცემელს ჩამოგაშორებთ, რათა თქვენ გვერდით დაიკავოს ღირსეული ადგილი. სიყვარული მისთვის გამარჯვებით მოპოვებული ოქროს მედალია.
ქალწული - გრძნობები და წინააღმდეგობები

ქალწულისთვის სიყვარული მთაზე ასვლის მსგავსია. ის რთულ გზას გაივლის, მაგრამ სასურველს მაინც მიაღწევს.
სასწორი - მომხიბვლელი და მომაჯადოებელი

სასწორები სიყვარულისთვის არიან დაბადებულნი. შეყვარებულები ნასვამ ადამიანებს ემსგავსებიან, მაგრამ ამ გრძნობისგან გამოფხიზლება არ სურთ.
მორიელი - დაუვიწყარი და ცოტა საშიში

სიყვარულს მთელი გრძნობითა და გონებით ეძლევიან. მათთვის სიყვარული თამაში კი არა, ცხოვრების არსია. ამიტომ უყვართ ნამდვილად, ხანგრძლივად და ეჭვიანად.
მშვილდოსანი - ნაზი და დაუვიწყარი

თუ მშვილდოსანმა შეგიყვარათ, გილოცავთ, სიყვარულის გამო იგი ყველა მსხვერპლს გაიღებს. თქვენი ცხოვრება დაუსრულებელ გართობასა და სიამოვნებას დაემსგავსება.
თხის რქას უყვარს ვნებიანად და ამაღლებულად

მას უყვარს ხანგრძლივად და ძლიერად. იგი თქვენ გადაყვარებას ვეღარასდროს შეძლებს და იმდენს მოახერხებს, რომ იგი თქვენ დღითიდღე უფრო მეტად და მეტად შეგიყვარდებათ.
მერწყული - დაუვიწყარი და სასიამოვნო

მერწყულს ერთი ნახვით უყვარდება და სიყვარულის ობიექტსაც ანალოგიურად. ეს ის ადამიანია, რომელიც არასდროს ცდება არჩევანში და მის გვერდით ნებისმიერი იქნება ბედნიერი.
თევზებს უყვარდებათ სამუდამოდ და ერთგულად

სიყვარული მისთვის ცხოვრების უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა. თუ თევზებმა შეგიყვარათ, თქვენ სიყვარულით, რომანტიკითა და სინაზით გაჯერებულ სამყაროში მოგიწევთ გადაბარგება.