როგორ დავძლიოთ გაციება - Marao

როგორ დავძლიოთ გაციება

2011-10-11 14:32:19+04:00

ხახვი არაჩვეულებრივი პროფილაქტიკური საშუალებაა გაციების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომაა, რომ გრიპის ეპიდემიის დროს უმი ხახვის მირთმევას გვირჩევენ. ის გრიპის გამომწვევი ვირუსების უმრავლესობას კლავს.

გაციება და ანგინა

გაციების პროფილაქტიკისთვის 1 თავი ხახვი გარეცხეთ, დაჭერით და მდუღარე დაასხით. დააყოვნეთ 3 წუთი, შემდეგ წვენი გადმოწურეთ. მიღებული ნაყენი მომზადებისთანავე უნდა დალიოთ, რადგან მასში შემავალი ვიტამინები ცხელ წყალში იშლება. გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ცოტა თაფლი დაუმატოთ.

ანგინის დროს კარგია ხახვისა და შოთხვის ყვავილების ნახარშის ყელში გამოვლება. 1 სადილის კოვზ შოთხვის ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე დაასხით და თბილ ადგილზე თავდახურული დააყოვნეთ. 20 წუთის შემდეგ ერთი თავი ხახვის წვენი შეურიეთ. მიღებული ხსნარი ყელში უნდა გამოივლოთ.

ბრონქიტი

ხშირად გაციება ბრონქიტში გადაიზრდება. ხახვი ამ შემთხვევაშიც უებარი დამხმარეა. 1 თავი ხახვი გარეცხეთ, დააყარეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი და ცოტა წყალში მოხარშეთ. მიღებული მასა 1 სადილის კოვზი ორ საათში ერთხელ მიიღეთ - კურსი 7 დღე.

არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს რძეში მოხარშულ ხახვს. გაფცქვნილი ხახვი 1 ჭიქა რძეში ჩააგდეთ და ჭურჭელი ცეცხლზე შემოდგით. ხარშეთ მანამ, სანამ ხახვი არ დარბილდება. შემდეგ ამოიღეთ, გააცივეთ, დაჭერით და მიირთვით.