დუმილი – ხანდახან საუკეთესო პასუხია - დალაი-ლამას 18 მცნება - Marao

დუმილი – ხანდახან საუკეთესო პასუხია - დალაი-ლამას 18 მცნება

2020-10-03 08:18:14+04:00

ბუდისტები თვლიან, რომ მათი სულიერი ლიდერი, დალაი-ლამა – უნიკალური ადამიანია. ის თანამედროვეობის ყველაზე კეთილი და ბრძენი პიროვნებაა.

  1. გახსოვდეს, რომ დიდ სიყვარულსა და დიდ მიღწევებს დიდი რისკის გაღება ესაჭიროება.
  2. როცა რაღაცას კარგავ, არ გაუშვა ხელიდან, დაიმახსოვრო ეს გაკვეთილი.
  3. მისდიე 3 მარტივ წესს: 1. პატივი ეცი საკუთარ თავს; 2. პატივი ეცი სხვებს. 3. პასუხი აგე ყველა შენს საქციელზე.
  4. დაიმახსოვრე: ხანდახან არ მიიღო ის, რაც გინდოდა – დიდი გამართლებაა.
  5. ისწავლე წესები იმისათვის, რომ გაიგო, როგორ დაარღვიო ისინი სწორად.
  6. არ მისცე საშუალება პატარა კამათს, დაანგრიოს დიდი მეგობრობა.
  7. როცა ხვდები, რომ რაღაც შეგეშალა, დაუყოვნებლივ გამოასწორე ეს შეცდომა.
  8. გაატარე დღის განმავლობაში რაღაც დრო მარტოობაში.
  9. მზად იყავი შეცვალო ყველაფერი ნებისმიერ მომენტში, მაგრამ არასოდეს შეცვალო საკუთარი ფასეულობები.
  10. გახსოვდეს, რომ დუმილი – ხანდახან საუკეთესო პასუხია.
  11. იცხოვრე კარგი, ღირსეული ცხოვრებით. შემდგომში, როცა უკან მოიხედავ, შეძლებ მოგონებებით მეორედ ისიამოვნო საკუთარი ცხოვრებით.
  12. სიყვარულის გარემო თქვენს სახლში – თქვენი ცხოვრების საფუძველია.
  13. ახლობელ ადამიანებთან კამათში ყოველთვის გქონდეს მხოლოდ მიმდინარე სიტუაციასთან საქმე. არ გაიხსენო წარსული.
  14. გაეცი საკუთარი ცოდნა. ეს ერთ-ერთი მეთოდია, მიაღწიო უკვდავებას.
  15. გაუფრთხილდი დედამიწას.
  16. წელიწადში ერთხელ გაემგზავრე იქ, სადაც არასოდეს ყოფილხარ.
  17. საუკეთესო ურთიერთობა ის არის, სადაც თქვენი ერთმანეთის მიმართ სიყვარული იმაზე ძლიერია, ვიდრე ერთმანეთის მიმართ სურვილი.
  18. ადამიანის წარმატებაზე მხოლოდ იმის მიხედვით უნდა იმსჯელო, რაზე მოუწია მას უარის თქმა ამის გამო.