მოშვებული ლოყები: როგორ დავუბრუნოთ სახის ოვალს სიმკვრივე - Marao

მოშვებული ლოყები: როგორ დავუბრუნოთ სახის ოვალს სიმკვრივე

2015-11-26 13:48:11+04:00

ასაკის მატებასთან ერთად სახის კანი სიმკვრივეს კარგავს და ლოყები დაბლა "ჩამოდის". რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ მოვიშოროთ ე.წ. ბულდოგის ლოყები?

პირველ რიგში, დრო უნდა გამონახოთ და ვარჯიში დაიწყოთ: ჩამოსიებული ლოყები ასაკსაც გმატებთ და მოწყენილ იერსაც. ამიტომ გაიკეთეთ ამგვარი ვარჯიშები:

1. გამობერეთ ლოყები, გაჩერდით ასე 3 წუთი და მოადუნეთ ისინი, გაიმეორეთ 10-ჯერ.

გამობერეთ ლოყები, ჰაერი ერთი ლოყიდან გადაიტანეთ მეორე ლოყაში. გაიმეორეთ 10-ჯერ.

გამობერეთ ლოყები, ახლა ჰაერი ზევით-ქვევით ამოძრავეთ. გაიმეორეთ 10-ჯერ. დააკვირდით ყელს.

გამობერეთ ლოყები და ჰაერი მრგვლად დაატრიალეთ პირში. გაიმეორეთ 10-ჯერ. დააკვირდით ყელს.

2. გამობერეთ ლოყები და ჰაერი მოპუწკული ტუჩებიდან გამოუშვით. გაიმეორეთ 10-ჯერ.

ისევ გამობერეთ ლოყები, მაგრამ ჰაერი ზედა ტუჩის აწევით გამოუშვით პირიდან. გაიმეორეთ 10-ჯერ.

ეს ვარჯიში კარგია ლოყებისთვისაც და ღრძილებისთვისაც.

3. გამობერეთ ლოყები და ხელების მიჭერით გამოუშვით ჰაერი პირიდან, იგრძენით სიმკვრივე ლოყებში. გაიმეორეთ 10-ჯერ.

4. ხელისგული ტუჩებზე მიიდეთ, თითებით ლოყა დაიჭირეთ და გაიღიმეთ, მაგრამ ლოყებს მოძრაობის უფლება არ მისცეთ. ყოველი გაღიმების შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ 10-ჯერ, შეცვალეთ ხელი და მეორე მხარესაც 10 შემაკავებელი ღიმილი გააკეთეთ.

ვარჯიში ლოყის ქვედა ნაწილის გასამკვრივებლად:

1. ზედა ტუჩი ქვედას გადმოაფარეთ, ახლა ქვედა მოაქციეთ ზედაზე. გაიმეორეთ 10-ჯერ.

2. ასწიეთ სახე მაღლა, გააღეთ პირი და ქვედა ტუჩი ცხვირისკენ მიმართეთ. გაიმეორეთ 10-ჯერ.

3. გააღეთ პირი, წინ გამოსწიეთ ტუჩები, გააკეთეთ კოცნისმაგვარი მოძრაობა. გაიმეორეთ 10-ჯერ.

ახლა კი მარტივი და ეფექტიანი ნიღაბიც მოამზადეთ: ერთმანეთში აურიეთ 2 სადილის კოვზი არაჟანი და 1 ს/კ თაფლი. მიღებული მასა მთელ სახეზე წაისვით. ეს საუკეთესო მკვებავი ნიღაბია და ვარჯიშებთან ერთად აუცილებლად გიშველით.