როგორ გავალღვოთ და გავწმინდოთ წამებში მანქანის გაყინული მინა? - Marao

როგორ გავალღვოთ და გავწმინდოთ წამებში მანქანის გაყინული მინა?

2019-12-16 12:31:55+04:00

ბევრ ჩვენგანს ზამთარი მხოლოდ იმიტომ არ უყვარს, რომ მანქანასთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა ექმნება: არ აქვს საბურავები წესრიგში, იყინება და არ იღება კარი, მინებს ყინულის აპკი აქვს გადაკრული და ვერაფრით ვაშორებთ და სხვა.

ბოლო მონაცემების მიხედვით, ავარიების 10% იმის გამო ხდება, რომ მძღოლმა სათანადოდ ვერ გაწმინდა გაყინული მინა. ეს, რა თქმა უნდა, მხედველობას ართულებს. საბედნიეროდ, არსებობს სწრაფი და მარტივი მეთოდი ამ პრობლემისგან გასათავისუფლებლად.

Image result for car winter gif

როგორ მოვაშოროთ ყინული ავტომობილის მინას

დაგჭირდებათ:

  • 2 წილი სპირტი
  • 1 წილი წყალი
  • ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი სითხე

მომზადების წესი:

შეურიეთ ყველა კომპონენტი, ჩაასხით მიღებული სითხე შესასხურებლიან ჭურჭელში და შეასხით გაყინულ მინას. ყინული თვალსა და ხელს შუა გაქრება.