მოახლოებული 2016 წელი მაიმუნის წელი გახლავთ, თანაც, უბრალოდ მაიმუნის კი არა, წითელი, ცეცხლოვანი მაიმუნის.
ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანები ყველაზე ორიგინალურები, არაპროგნოზირებადები და გამჭრიახები არიან. მაიმუნს სხვებზე ზემოქმედებაც კარგად შეუძლია და საჭირო დროს, საჭირო ადგილზე ჩნდება მუდამ, როცა საქმე სარფიან გარიგებებს ეხება.
ამ ადამიანებს ხასიათში ნაკლიც ბევრი აქვთ და ღირსებაც. თუმცა დღეს ხუთ საუკეთესო თვისებას გაგაცნობთ, რომლითაც მაიმუნის წელში დაბადებულები გამოირჩევიან.
1. კომუნიკაბელურობა - მაიმუნი საზოგადოების სული და გულია, იგი ყოველთვის ხვდება მოვლენების ეპიცენტრში. შემთხვევითი როდია, რომ ამ წელს დაბადებულებს შორის ბევრი ჟურნალისტი და გამომძიებელი ჭარბობს. მაიმუნები კარგი შუამავლები, მედიატორები და კონსულტანტები არიან. მათ აქვთ ნიჭი, ნებისმიერი ტიპის ქოთანს სიტუაციის შესაბამისად მოარგონ სახელური.
2. ანალიტიკური გონება და გამჭრიახობა, დაკვირვების ნიჭი - რა სიტუაციაშიც არ უნდა მოხვდეს, მაიმუნი დაკვირვებისა და მოვლენების ანალიზის საოცარ უნარს ავლენს. იგი "რენტგენულად" აანალიზებს ყველაფერს და ურთულეს სიტუაციაშიც კი არ იბნევა. მისთვის არ არსებობს ჩიხი და გამოუვალი მდგომარეობა.
3. კრეატიული აზროვნება - მაიმუნზე უფრო შემოქმედებით, არასტანდარტულად მოაზროვნე და იდეებით სავსე ადამიანს ძნელად იპოვით სადმე. იგი ცხოვრებას ისე უყურებს, როგორც აზარტულ თამაშს. შესაბამისად, კრეატივის უნარს ყველაზე დიდი განსაცდელის დროსაც არ კარგავს. გაგრძელება