აი, რატომ შეიძლება გახდეს პური სერიოზული საფრთხე ჩვენი ჯანმრთელობისთვის! - Marao

აი, რატომ შეიძლება გახდეს პური სერიოზული საფრთხე ჩვენი ჯანმრთელობისთვის!

2015-12-04 16:05:53+04:00

წარმოიდგინე შემდეგი სიტუაცია: მიდიხარ შინ მშიერი, იღებ პურს და აღმოაჩენ, რომ ქერქს ობი აქვს მოდებული.

რას მოიმოქმედებ? ბევრი ადამიანი თვლის, რომ პურზე გაჩენილი ობი – ბუნებრივი პროდუქტია და მასში ვერაფერ საშიშს ვერ ხედავს.

რა თქმა უნდა, გამწვანებული პურის ქერქის ჭამა სასიამოვნო არ არის, ამიტომაც შენ დაობებულ ნაწილს მაშინვე მოაჭრი პურს, ხოლო თუ დანარჩენი ნაწილი ჯანმრთელად გამოიყურება, მიირთმევ. ზოგიერთი კი საერთოდ თვლის, რომ ობი სასარგებლოც კია, ის ხომ პენიცილინს შეიცავს.

მაშ ასე, ობი, რომელიც საჭმელ პროდუქტზე ადამიანის ჩარევის გარეშე გაჩნდა, ნამდვილად არ არის სასარგებლო! როცა სოკო ჩნდება პურ-ფუნთუშეულზე, ის საკმაოდ საშიშ ნივთიერებებს წარმოშობს და ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

მეტიც, თუნდაც სულ პაწაწინა ადგილას იყოს ობი გაჩენილი, ნიშნავს, რომ საკვები მთლიანად დავირუსებულია. სოკოს გრძელი, ძაფისებური ფესვები აქვს, რომლებიც მთლიანად ედება პროდუქტს (შესაძლოა, ისინი საერთოდ შეუმჩნეველიც იყოს).

რა მოხდება, თუკი დაობებულ პურს შევჭამთ? გაგრძელება