მეცნიერებმა დაამტკიცეს: კარტოფილის წვენი კუჭის წყლულს არჩენს! - Marao

მეცნიერებმა დაამტკიცეს: კარტოფილის წვენი კუჭის წყლულს არჩენს!

2015-12-05 17:09:58+04:00

თავისი უნიკალური ანტიბაქტერიული თვისებების გამო, კარტოფილის წვენი კუჭის წყლულს არჩენს. ასეთი საინტერესო დასკვნა გააკეთეს მანჩესტერის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგებმა ახლახანს ჩატარებული კვლევების შედეგად.

მეცნიერები უკვე დარწმუნებულები არიან, რომ კარტოფილის წვენი საკვები რაციონის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. ამბობენ, რომ ამ აღმოჩენას ისინი საკუთარ კოლეგას უნდა უმადლოდნენ, რომელმაც ამ კვლევის ჩასატარებლად საკუთარ აგარაკზე კარტოფილიც კი მოიყვანა.

როგორც უნდა იყოს, კვლევის შედეგად აღმოაჩინეს საკვანძო მოლეკულა, რომელიც არა მხოლოდ წყლულს არჩენს, არამედ კუჭში იმ ბაქტერიის განვითარებას უშლის ხელს, რომელიც იწვევს წყლულს, გასტრიტსა და გულძმარვას. მეტიც, ანტიბიოტიკებით მკურნალობისგან განსხვავებით, კარტოფილის წვენის ზემოქმედების შედეგად კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პარაზიტები ვეღარ მრავლდებიან. ამასთან კარტოფილის სახეობას მკურნალობისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

მიკრობიოლოგიის პროფესორი, იან რობერტსი, რომელიც მოცემულ კვლევაზე მუშაობდა, ამბობს:

"როცა პირველად შევიტყე, რომ კარტოფილის წვენი კუჭის წყლულს არჩენს, ვაღიარებ, სკეპტიკურად განვეწყე ამ ინფორმაციის მიმართ. მაგრამ მეორეს მხრივ, გაოცებული დავრჩი – უამრავი მცენარე შეიცავს სასარგებლო კომპონენტებს, ჩვენი ვალი კი ის არის, რომ აღამოვაჩინოთ ისინი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კარტოფილის წვენი მართლაც კურნავს კუჭის წყლულს, ამიტომაც ის უნდა გახდეს ჯანმართელი კვებითი რაციონის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი."