რუმინულ ავეჯს საქართველოში ბევრი დამფასებელი ჰყავს. ერთ დროს ეს ავეჯი ოჯახის კეთილდღეობისა და პრესტიჟის გამომხატველი იყო.
საბჭოთა მოქალაქეები ამ გარნიტურებში საბაზრო ფასზე თითქმის ორჯერ მეტს იხდიდნენ, რათა ამ დეფიციტურ ავეჯს მათი საცხოვრებელი დაემშვენებინა.
ძალიან ბევრ ოჯახში ეს ავეჯი დღესაც ახალივით გამოიყურება და დანიშნულებასაც შესანიშნავად ასრულებს. ასეთი პოპულარობა რუმინულ ავეჯს მისმა ხარისხმა, დახვეწილმა იერმა და გამძლეობამ მოუტანა.რუმინულ ავეჯს სინამდვილეში რამდენიმე საუკუნის ისტორია აქვს. იყო დრო, როცა მისი ფლობის საშუალება მხოლოდ განსაკუთრებით მდიდარ ფენას ჰქონდა. რუმინული გარნიტურები მეფეთა და დიდგვაროვანთა სავანეებს ამშვენებდა.

დღემდე რუმინული ავეჯი მთელ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხით არის ცნობილი. მდიდრულადაც გამოყურება, ელიტური და ძვირფასია. ეს ავეჯი კლასიკური სტილისაა და ყოველთვის მოდაშია. გაგრძელება