იმისათვის, რომ განახორციელოთ ეს 3 არაჩვეულებრივი იდეა, დაგჭირდებათ მხოლოდ 15 წუთი და ცოტაოდენი შთაგონება. შედეგად კი სახლში ნამდვილ სადღესასწაულო განწყობას შექმნით!
სანთლები დარიჩინის ჩხირებით
ეს სანთლები თქვენს სახლს შობა-ახალი წლის სურნელით გააჯერებს. მათ მოსამზადებლად დაგჭირდებთ ჩვეულებრივი მსხვილი სანთელი, დარიჩინის ჩხირები და წებო!
დეკორატიული ვაზა
იმისათვის, რომ ეს სილამაზე შექმნათ, დაგჭირდებათ პატარა დეკორატიული ნაძვის ხეები, გირჩები, გამჭვირვალე ვაზა და მარილი.
სასანთლე ქილები
ჩვეულებრივი კონსერვის ქილები შეგიძლიათ მორთოთ თქვენი ან თქვენი შვილების სახელებით. მათ გასაკეთებლად დაგჭირდებათ რამდენიმე კონსერვის, რკინის ქილა, საღებავი-სპრეი და ნებისმიერი მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ქილებს გახვრეტთ.
დეტალურად ამ მასტერკლასს ვიდეოში იხილავთ.