ქართულ ტელეეკრანებზე ახალი თურქული სერიალი "ნამსხვრევები" გამოჩნდა. სერიალი საკმაო პოპულარობით სარგებლობს, ტელემაყურებელი კვლავ აქტიურად ჩაერთო ახალი სასიყვარულო დრამის მიმოხილვაში.
"ნამსხვრევებში" იხილავთ ყველასთვის კარგად ნაცნობ მსახიობს - ნურგულ ეშილჩაის, რომელიც ქართველმა ტელემაყურებელმა სერიალიდან "სიყვარული და სასჯელი" გაიცნო. მსახიობი სავაშ ბალდარის საყვარელი ქალის - იასემინის როლს განასახიერებდა.
მოგიყვებით ნურგულ ეშილჩაის ბიოგრაფიას
მისი სრული სახელი და გვარია ნურგულ ეშილჩაი. ნურგულის გვარი ითარგმნება, როგორც "მწვანე ჩაი". ის ძალიან აქტიური, ნიჭიერი და მომხიბვლელი მსახიობია. ნურგული 1976 წლის 26 მარტს (ზოდიაქო -ვერძი), თურქეთში, ქალაქ აფიონში დაიბადა, თუმცა ქალაქ იზმირში იზრდებოდა.
ნურგულმა განათლება ქალაქ ანტალიაში, თეატრალური ხელოვნების უნივერსიტეტში მიიღო.
მისი სამსახიობო კარიერა 1999 წელს დაიწყო, 23 წლის ასაკში. ამ პერიოდში ნურგულმა 14 ფილმში გადაღება მოასწრო. გარდა ამისა, ნურგული ტელეგადაცემებში იღებს მონაწილეობას. ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, მოთხოვნადი და ძალიან პოპულარული მსახიობია. გაგრძელება