გლინტვეინი – მთელ მსოფლიოში შობა-ახალი წლის დღესასწაულების ნამდვილი სიმბოლოა. ეს სასმელი ცივ დღეებში შესანიშნავად ათბობს და თავისი არომატით ქმნის ჯადოსნურ და სადღესასწაულო შეგრძნებას.
გთავაზობთ ზამთრის ყველაზე არომატული სასმლის მომზადების რამდენიმე საიდუმლოს და რეცეპტებს.
სწორად შეარჩიეთ სანელებლები
გლინტვეინის მომზადებისას არ იჩქაროთ დაფქული სანელებლების დამატება. აჯობებს ისინი მთელ-მთელი ჩაუმატოთ, რათა სასმელს არომატი მისცეს მხოლოდ და მის დალევაში ხელი არ შეგიშალოთ.
ღვინო და ხილი ცალ-ცალკე
- სასმელი ბევრად გემრიელი გამოვა, თუკი ღვინოს ცალკე ქვაბში გაათბობთ, ხოლო ხილსა და სანელებლებს ცოტაოდენ წვენსა თუ წყალში, ცალკე.
ბოლოს შეგიძლიათ ან ჩაუმატოთ უკვე გაცხელებულ ღვინოში გაწურული ხილის სიროფი, ან ჩაუმატოთ სასმელს მოხარშული ხილი და სანელებლები, ცოტა ხანს გააჩეროთ და შემდეგ გადაწუროთ. კიდევ ერთი საიდუმლო: თუკი გლინტვეინს კანიანი ციტრუსებით აკეთებთ, ნუ გააჩერებთ დიდხანს ხილს სასმელში – შესაძლოა, გაამწაროს.

შეათბეთ ღვინო
არ მიიყვანოთ ღვინო ადუღებამდე – ალკოჰოლი ამოქრება და სასმელი გლინტვეინს კი არა, კომპოტს დაემსგავსება. აჯობებს, უბრალოდ შეათბოთ გლინტვეინი დაბალ ცეცხლზე იქამდე, სანამ ოდნავ ბოლს არ ამოუშვებს, რის შემდეგაც შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე – გაფილტვრაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი – გლინტვეინისთვის ღვინო აჯობებს, რომ იყოს მშრალი.
გაწურეთ
- არ გამოტოვოთ ეს ეტაპი. გაფილტრეთ გლინტვეინი. ჯერ ერთი, ასე ღვინო უფრო გამჭვირვალე იქნება, მეორეც, სხვადასხვა ინგრედიენტი არ მოგხვდებათ სმის დროს ცუდად პირში.
სუფრასთან მიტანა
გლინტვეინის სუფრასთან მიტანასაც თავისი წესი აქვს. ჩვეულებრივი ფუჟერები მისთვის არ გამოდგება. თუკი არ გაქვთ გლინტვეინისთვის სპეციალური ბოკლები, აჯობებს გამოიყენოთ ჩვეულებრივი მაღალი ჭიქები. ასე კიდევ უფრო მეტად იგრძნოთ სასმლის არომატს.
ამ სასმლის უამრავი ვარიანტიდან ჩვენ ავარჩიეთ 3 ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი რეცეპტი. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თქვენებურადაც შეცვალოთ ინგრედიენტები და შექმნათ საკუთარი, უნიკალური და არანაკლებ გემრიელი სასმელი. იხილეთ გლინტვეინის 3 უგემრიელესი რეცეპტი