როგორ მოვიშოროთ დაგროვილი ცხიმის ნაკეცები ზურგზე - Marao

როგორ მოვიშოროთ დაგროვილი ცხიმის ნაკეცები ზურგზე

2015-12-12 13:39:53+04:00

ზურგზე დაგროვილი ცხიმი ძალიან არასასიამოვნო შესახედია. ამის გამო ვერ ვიცვამთ ტანზე მომდგარ ტანსაცმელს, პლაჟზე, საცურაო კოსტიუმშიც არ გამოვიყურებით ლამაზად.

ნაკეცები ზურგზე არა მხოლოდ არასწორი კვების შედეგად ჩნდება, არამედ ხერხემლის გამრუდების გამოც. იმისათვის, რომ ნაკლისგან გათავისუფლდეთ, საკმარისია მიჰყვეთ მარტივ პროგრამას, რომელიც შემდეგ პუნქტებს მოიცავს.

ვარშიჯი

ეს ვარჯიშები დღეში 15 წუთზე მეტ დროს არ წაგართმევთ და სწრაფად მიგაღწევინებთ მიზანს.

1. ზურგის ქვედა ნაწილის გასამკვრივებლად: დაწექით მუცელზე (დაიფინეთ ნოხი), გაშალეთ ხელები წინ, მხრები უნდა ეხებოდეს ყურებს. ის, რომ არ შეეხოთ ხელებით იატაკს, გადაიხარეთ უკან. არ მოაცილოთ ფეხები იატაკს. დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ ვარჯიში 10-ჯერ. თანდათანობით გაზარდეთ ვარჯიშის რაოდენობა და გააკეთეთ 10-10 ვარჯიში თითო წუთიანი შესვენებით.

2. მეორე ვარჯიში: მიიღეთ საწყისი მდგომარეობა, როგორც წინა ვარჯიშის დროს, ხელები გადაიტანეთ თავს უკან. აიწიეთ ტანით ისე, რომ ფეხები არ მოაცილოთ იატაკს. დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმაორეთ ვარჯიში 15-15 ჯერ, ერთ წუთიანი შესვენებით.

3. საწყისი მდგომარეობა იგივე, ხელები, თავს უკან, აიწიეთ ტანით მარცხნივ შემობრუნებული, შემდეგ – მარჯვნივ. ფეხებს კვლავ არ აცილებთ იატაკს. შეასრულეთ 10-10-ჯერ ერთწუთიანი შესვენებით.

4. დადექით მუხლებზე, ხელისგულებით დაეყრდენით იატაკს (მიიღეთ ძაღლის პოზა), ხერხემალი მოადუნეთ. ამობურცეთ ზურგი, როგორც კატა, შემდეგ ჩაზნიქეთ, რაც შეიძლება დაბლა. შეასრულეთ ვარჯიში 10-ჯერ.

კვება

იმისათვის, რომ სასურველ შედეგს სწრაფად მივაღწიოთ, უნდა შეცვალოთ კვებაც. უნდა გამორიცხოთ რაციონიდან გაჯერებული ცხიმები, წითელი ხორცი, სოსისები და ძეხვეული, რძის პროდუქტები, თეთრი შაქარი და ყველაფერი, რაც მას შეიცავს.

სამაგირეოდ უნდა ჩართოთ რაციონში ის პროდუქტები, რომლებიც წვავს ცხიმებს:

მწვანე ჩაი;

გრეიპფრუტი;

სტაფილო და ნიახურის წვენი;

ტომატის წვენი ალოეთი და ლიმონით.

შტოშის წვენი;

ლიმონის წვენი.

დამატებითი ზომები:

დიეტისა და ვარჯიშის გარდა საუკეთესო შედეგის მისაღწევად, საჭიროა დამატებითი ზომების მიღებაც.

მასაჟი

მასაჟი ადუნებს სხეულს და ცხიმების დაშლას უწყობს ხელს, ასევე გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე (ლიმფოდრენაჟი)

ნიღბები თიხისგან

კვირაში ერთხელ გაიკეთეთ თიხის აპლიკაციები ზურგზე და დაიზილეთ ეს ადგილები წრიული მოძროაბით. ხელებით ამის გაკეთება გაგიჭირდებათ, ამიტომაც გამოიყენეთ გრძელტარიანი სპეციალური სამასაჟე ჯაგრისი ან სთხოვეთ ვინმეს, დაგეხმაროთ.

ყურადღება მიაქციეთ ზურგს. არ მოიხაროთ, თორემ რომც მოიცილოთ ზედმეტი ცხიმი ამ ზონიდან, კანი მაინც დაგეკიდებათ. ეცადეთ, წელი სულ გამართული გქონდეთ, ხოლო მუცელი შეზნექილი.

ცურვა

იარეთ ცურვაზე. ეს მთელი სხეულის ვარჯიში იქნება. გაიმკვრივებთ ზურგის კუნთებს და არ მისცემთ საშუალებას ცხიმს დაგროვდეს სხვადასხვა ადგილას.

თავისუფალი სამოსი

ნუ ჩაიცვამთ ტანზე მოტმასნილ სამოსს, სანამ ზურგზე ჯერ კიდევ გაქვთ ნაკეცები. მიჰყევით ჩვენს რჩევებს და სულ მალე შეძლებთ ჩაიცვათ თქვენი საყვარელი სამოსი.