რატომ არ გამოდის მოდიდან ბროლის ჭაღი - Marao

რატომ არ გამოდის მოდიდან ბროლის ჭაღი

2015-12-13 14:12:12+04:00

ბროლის ჭაღი სახლის ნამდვილი მშვენებაა. ინტერიერის დიზაინში უამრავი ცვლილების მიუხედავად, ბროლს აქტუალობა და ფასი არ დაუკარგავს.

მოდა იცვლება, ბროლის ჭაღი კი ძველებურად უხდება ჩვენს სახლებს... დროის მიმართ ამგვარ გამძლეობას მხოლოდ უნიკალური ნივთები იჩენენ. ბროლი სწორედ მათ შორისაა.

ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში, ბოჰემიელმა ოსტატებმა მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ განსაკუთრებული სიმტკიცის, გამჭვირვალობისა და ელვარების მქონე მინის კლისტალი მიიღეს. ცოტა მოგვიანებით ამ მინაში ტყვიის ოქსიდის დამატების შემდეგ პირველი ბროლის ნიმუში მიიღეს. მას შემდეგ ბროლის ჭაღი და ჭურჭელი მთელ მსოფლიოს ხიბლავს.

ბროლი არ იკაწრება, მასზე არავითარი ლაქა არ რჩება და გამძლეობის საოცარი უნარი ახასიათებს. დრო და ჟამი მის ელვარებას ვერ ასუსტებს. მასზე არეკლილი სინათლის სხივი საოცარი სანახავია. სწორედ ამიტომ არის მდიდრული ჭაღები ბროლისგან დამზადებული.

მიუხედავად იმისა, რომ ბროლი ყველასთვის ნაცნობია, ბევრმა არ იცის, რას წარმოადგენს იგი სინამდვილეში და რაშია მისი ხარისხის საიდუმლო. სრულად...