ბევრისთვის საახალწლო სამზადისის ყველაზე სასიამოვნო პროცესი ნაძვის ხის აწყობაა. მას ყველა თავისებურად აწყობს და თურმე, ნაძვის ხის მორთულობით მისი მომრთველის საიდუმლოებების გამოცნობაც შეიძლება.
1. ვარსკვლავი საახალწლო ნაძვის ხის წვერზე
თქვენი დახასიათება რამდენიმე სიტყვით შეიძლება: მორალურად მდგრადი, ძლიერი, ლიდერი.
ეს არის ადამიანი, რომელიც დაისახავს მიზანს და ყველა ღონეს ხმარობს მის ასასრულებლად. აქვს მორალური პრინციპები. უყვარს ყველაფერში საბედისწერო ნიშნების შემჩნევა.
2. ანგელოზი ხის წვერზე
თქვენი დახასიათება რამდენიმე სიტყვით შეიძლება: კეთილი, მშვიდობისმოყვარე, კეთილმოსურნე.
გარშემო მყოფების მიმართ გახსნილი, კეთილი ხართ. ზრუნავთ ახლობლებზე და ისინიც საჭირო დროს თქვენთან რჩევისა და დახმარებისთვის მოდიან.
3. ხელოვნური ნაძვის ხე
თქვენი დახასიათება რამდენიმე სიტყვით შეიძლება: პრაქტიკული, დამგეგმავი, ორგანიზებული.
თუ ხელოვნურ ნაძვის ხეს რთავთ, ბუნებისმოყვარე ხართ. გიყვართ ხანგრძლივვადიანი ინვესტიციები.
4. დიდი ნაძვის ხე, რომელიც ოთახში არ ეტევა
თქვენი დახასიათება რამდენიმე სიტყვით შეიძლება: ამბიციური, უშიშარი, კეთილშობილი.
ნაძვის ხემ სილამაზით მოგხიბლათ, არა აქვს მნიშვნელობა, ოთახში დაგეტევათ თუ არა. თქვენ გაქვთ მიზანი, რომელსაც აასრულებთ და მოსალოდნელ სირთულეებს არ უშინდებით.
5. ნაძვის ხის ტოტი
თქვენი დახასიათება რამდენიმე სიტყვით შეიძლება: უნიკალური, თავისებური, ოპტიმისტი.
კრეატიული და მდიდარი ფანტაზიის უნარი გაქვთ. წვრილმანებშიც კი შეგიძლიათ სილამაზის დანახვა.
6. იდეალური სიმეტრია
თქვენი დახასიათება რამდენიმე სიტყვით შეიძლება: ფრთხილი, მოწესრიგებული, პერფექციონისტი.
გსურთ, ყველაფერი იყოს იდეალურად. ქცევა, სიტყვები და ჟესტები გაქვთ მოზომილი და გააზრებული, ისევე, როგორც, ნაძვის ხის სათამაშოები ხეზე.
7. ნათურებიანი
თქვენი დახასიათება რამდენიმე სიტყვით შეიძლება: კომუნიკაბელური, თავდაჯერებული, მოკაშკაშე.
გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. არც ერთი საახალწლო დღესასწაული არ იქნება უღიმღამო, თუ იქ თქვენ ხართ.
8. ხელით დამზადებული საახალწლო სათამაშოები
თქვენი დახასიათება რამდენიმე სიტყვით შეიძლება: შემოქმედებით, გულგახსნილი, უბრალო.
თუ ნაძვის ხეს თქვენი ხელით დამზადებული სათამაშოებით რთავთ, თქვენებური შეხედულებები გაქვთ სამყაროზე, გიყვართ ბუნება და მიუხედავად ღრუბლებში ფრენისა, შრომისმოყვარე ხართ.
9. რაც უფრო მეტი, მით უკეთესი
თქვენი დახასიათება რამდენიმე სიტყვით შეიძლება: მხიარული, უდარდელი, უსაზღვრო.
ჰარმონიის დარღვევის არ გეშინიათ და ნაძვის ხეზე ყველა სათამაშოს ჰკიდებთ. ასე ცდილობთ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობის წარმოჩენას.
10. თვითნაკეთი ნაძვის ხე
თქვენი დახასიათება რამდენიმე სიტყვით შეიძლება: ხელმარჯვე, კრეატიული, არტისტული.
თქვენთვის მთავარია ინდივიდუალურობის გამოხატვა და შექება, რომელსაც გარშემო მყოფებისგან მიიღებთ.
11. ტრადიციული ნაძვის ხე
თქვენი დახასიათება რამდენიმე სიტყვით შეიძლება: ოჯახის მოყვარული, უსაფრთხო, კეთილმოწყობილი.
ტრადიციების მოყვარული ხართ. აფასებთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. მხიარულ წვეულებებს მყუდრო საოჯახო დღესასწაულები გირჩევნიათ.